22-ის კოორდინირება უფრო ძნელია თუ 6-ის?
ფაქტია, რომ მსოფლიოში არ არსებობს უნივერსიტეტი სადაც არსებობს ერთდროულად:
ა) ეკონომიკის ფაკულტეტი
ბ) მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი
გ) კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
დ)საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი
და სადაც არსებობს სპეციალობები:
წარმოების მენეჯმენტი მსუბუქ მრეწველობაში
წარმოების მენეჯმენტი კვების მრეწველობაში
წარმოების მენეჯმენტი მანქანათმშენებლობაში
წარმოების მენეჯმენტი საშენ მასალათა მრეწველობაში
საინფორმაციო სისტემები მრეწველობაში
წარმოების მენეჯმენტი ქიმიურ მრეწველობაში
სამრეწველო პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა და მარკეტინგი საგარეო ვაჭრობაში
სამრეწველო წარმოებისა და საქონლის მარკეტინგი
სამრეწველო პროდუქციის სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ხარისხის მართვა
მარცვლეულის, ხილ-ბოსტნეულის და მათი გადამუშავების პროდუქტების ექსპერტიზა და კომერცია
გემოვანი პროდუქტების ექსპერტიზა და კომერცია საერთაშორისო ვაჭრობაში
სახამებლის, თაფლის, შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის პროდუქტების ექსპერტიზა და კომერცია
რძის, რძის ნაწარმისა და ცხიმების ექსპერტიზა და კომერცია საერთაშორისო ვაჭრობაში
ასე განყენებულად თბილისის უნივერსიტეტი ბევრს წარმოუდგენია იურიდიულის, ფილოსოფიისა და ისტორიის ფაკულტეტების მატარებელი ორგანიზაცია სინამდვილეში კი რეალურად ამზადებს სახამებლის, თაფლის, შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის პროდუქტების ექსპერტიზისა და კომერციის ბაკალავრებსა და მაგისტრებს ...