viviannaრადგან სტომატოლოგი ხარ,ერთ რჩევას მოგცემ,პირველი კურსიდანვე შეეცადე შეგუებული იყო იმას,რომ პირველი 2 წელი სტომატოლოგები ბევრად რთულ სიტუაციაში არიან ვიდრე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები,იგივე მასალას გაივლით 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო სწრაფად ანუ მოცულობაში საკმაოდ ბევრია სასწავლი,თან სწრაფად...შეეცადე თავიდანვე კარგად ისწავლო ანატომია.ჰისტოლოგია...თუ ზერელედ ისწავლი მერე გაგიჭირდება ბევრი რაღაც...
იცოდე რომ მეორე კურსი სტომატოლოგისთვის არის უუუურთულესი კურსი...მესამეზე ამოვისუნთქეთ ცოტა,კურაციულმა სისტემამ გვიშველა (ანუ ყველა საგანს (მაგ:პედიატრია,ზოგადი ქირურგია,ორთოპედიული სტომატოლოგია,კანისა და ვენერიული დაავადებები,ყბა-სახის ქირურგია,ინფექციური დაავადებები,რადიოლოგია და ა.შ) გადიხართ 1 კვირა ან მაქსიმუმ 10 დღე შესაბამის საავადმყოფოებში,გექნებათ პაციენტებთან ურთიერთობის საშუალება და კვირის ბოლოს ჩათვლა,ამას ქვია კურაციული სისტემა და ნუ მოკლედ შედარებით ამოისუნთქავთ...მანამდე იცოდე რომ პირველი ორი წელი საბაზისო საგნები ისწავლება,რომელიც რთულია(ზოგჯერ მოსაწყენი და გაუგებარიც) და გაგიჭირდება...ყოველდღიური მეცადინეობა რასაკვირველია საჭიროა,მაგრამ გამოცდის წინ აუცილებლად მოემზადე ძალიან,ძალიან ძალიან კარგად! ჩემი ბევრი ჯგუფელი და კურსელი ჯერ კიდევ მესამე კურსზეა (ზოგი მეორეზეც ),იმის გამო რომ გამოცდაზე "ისე რა" მომზადებულები მოვიდნენ,ნუ ზოგიერთებს უმართლებთ,მაგრამ მაინც იშვიათად,გირჩევ არ გარისკო....
ვერ დაგაიმედებ და ვერ გეტყვი რომ არ გაგიჭირდება,თუ შეამჩნევ რომ ძალიან გიჭირს და ჩამორჩი პროგრამას,ცალკე მოემზადე ლექტორთან (მაგ: ანატომიაში ემზადებიან ხოლმე პირველ კურსზე) ქიმიას მიაქციე ყურადღება,ესეც შეიძლება გაგიჭირდეს და ყველაზე ხშირად პირველ კურსელებს ქიმია ტოვებს ხოლმე კურსზე,ნუ მე პირადად ვგიჟდებოდი ბადრი არზიანზე(ქიმიის კათედრის გამგე)...ფიზიკა ისწავლე ყოველდღიურად და არ გაგიჭირდება,გამოცდა იმდენად რთული არაა,თუ მიმდინარეში ისწავლი რასაც მოგცემენ,ასევე ბიოლოგიაც...
ეს ის საგნებია რასაც შენ ისწავლი პირველ სემესტრში,კიდევ იქნება მდიცინის ისტორია,უცხოენა,სამედიცინო ტერმინოლოგია და ა.შ ესენი დაახლოებით იმ დონეზეა სკოლაში რომ ხატვა,მუსიკა და ინფორმატიკა ისწავლება

ანუ მარტივია )) ასეთ საგნებში მთავარია დასწრება გქონდეს,ანუ არ გააცდინო ლექცია და გამოცდაზე ჩაჭრით არავინ ჩაგჭრის...
პირველი კურსის მეორე სემესტრში ყურადღება მიაქციე ფიზიოლოგიას,თავიდან გაგიჭირდება ერთი სემესტრი,მერე ნელნელა მოგეწონება

მთავარია კარგი ლექტორი შეგხვდეს და შეგაყვაროს...რუსუდან თეთრაშვილმა შემაყვარა ფიზიოლოგია))) მეორე კურსიდან დაიწყებ სტომატოლოგიურ საგნებს (თერაპიულ სტომატოლოგიას) და იცოდე რომ მაგ საგანში რამეს თუ არ ისწავლი მთელი შემდეგი 4 წელი წინ დაგხვდება და გაგაწამებს და იცოდე რომ მთელი 4 წელი ისწავლი ამ საგანს,ასე რომ სტომატოლოგია არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი შენთვის....თუმცა მანამდე ჯერ საბაზისო საგნებს ისწავლი,რაც როგორც უკვე გითხარი,რთულია,ზოგჯერ გაუგებარი და მოსაწყენიც და ხელი არ ჩაიქნიო,არ შეგეშინდეს,არ ჩამორჩე,ფეხებზე არ დაიკიდო,ცოტა გაცდენა შეიძლება მაგრამ შეეცადე მაინც არ გააცდინო,არ გააცდინო პრაქტიკული მეცადინეობა,მოსასმენი ლექცია თუ მოსაწყენია და ვერ იგებ,ან ლექტორი მოსაწყენად საუბრობს მაშინ შეგიძლია არ დაესწრო

(ეს ლექციები დიდ აუდიტორიაში ტარდება და მთელი კურსი იქნებით ძირითადად ) მაგრამ პრაქტიკული მეცადინეობა ყველა ჯგუფს მისთვის განკუთვნილ ოთახში უტარდება და ეგ შეეცადე არ გააცდინო... მოკლედ იცოდე ცოტა რთულია,მაგრამ თუ მოინდომებ და არ იზარმაცებ არ შეგძულდება სამედიცინო,ისე როგორც ბევრ სტუდენტს სძულს.. თუ არ გინდა ექიმობა და ამდენი წვალება გეზარება მაშინ თავდანვე დრო არ დაკარგო და სხვა უნივერსიტეტში გადადი,თუ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის მაშინ you're welcome )))
იცოდე წლის განმავლობაში სტომატოლოგები ბევრჯერ დაიჩაგრებით და ამისთვის მზად იყავით

ჩემს დას მედიცინის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და რომ ვაბარებდი მირჩია რაღაც რაღაცები,მაგრამ მათ ფაკულტეტზე ცოტა სხვანაირადაა სიტუაცია ....
ხო კიდევ,პირველ დღეს ან პირველ კვირას ჯგუფხელს აგარჩევინებენ ჯგუფში და თუ შენ არ აგირჩიეს გული არ დაგწყდეს,ზოგჯერ ზედმეტი პრობლემა და თავსატეხია ჯგუფხელობა,ყველა ჯგუფელი ყველაფერზე შენ გთხოვს პასუხს და არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობ არაფერში...
ვაიმე რამდენი ვწერე

მოკლედ არ დამეზარა და მოგეცი ის რჩევები,რასაც ახლა მე რომ ვიყო პირველ კურსზე,აუცილებლად გავითვალისწინებდი...წარმატებები ჩემო კარგო,იყავი აქტიური სტუდენტი,არ ჩამორჩე დროს,არ ჩამორჩე სწავლას და ყველაფერი კარგად იქნება
This post has been edited by narkozeli on 30 Aug 2010, 19:37