ცოტათი შემაგვიანდა, იმედია ჯერ არ გადარეულხარ ;gigi:
თუ სწავლა გინდა, "აიეტში" ჩაბარება სანანებელი ნამდვილად არ გაგიხდება. ოღონდ, ერთი რამე ეგრევე გაითვალისწინე - სწავლის პირველი დღიდანვე სტუდენტებზე (განსაკუთრებით პირველკურსელებზე) დიდი დატვირთვა იქნება; ასე რომ, გახალტურებაზე არც იფიქრო

დიდი მასალაა სასწავლა, რაც თავიდან შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს, მაგრამ ამან არ დაგაღონოს, თავიდან თითქმის ყველა ასეა (მათ შორის მეც). უბრალოდ ეცადე, ყოველ დღე, კეთილსინდისიერად იმეცადინო. თუ სახლში ბოლომდე ვერ მოასწრებ წაკითხვას, მარშრუტკაში მაინც გადაავლე ბოლომდე ტექსტს თვალი. თუ უმაღლეს შეფასებებვბს თავიდანვე ვერ მიიღებ, არც ამან ჩაგაგდოს დეპრესიაში - კარგი მეცადინეობით 2-3 თვეში გამოსწორდება ყველაფერი

პრაქტიკულებზე აქტივობისაც (კითხვების დასმა, კამათი და ა.შ.) არ მოგერიდოს... მოკლედ, რთულია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო

მოკლედ, ასე იქნები პირველი 2,5 სასწავლო წელი. მართალია, ყველა კურაცია ასეთი ინტენსიური არ არის - პლუს რამდენიმე კურაცია შეიძლება გაახალტურონ ხოლმე, მაგრამ წიგნი და ლიტერატურა გექნება და ეცადე, რომ მასწავლებლის "ენთუზიაზმს" შენ არ შეხედო - შენ შენი ისწავლე. წელიწადში 6 quiz-ი (ტესტი გექნება), რომლებიც უნდა ჩააბარო, რომ გადასაყვან ტესტზე დაგიშვან. ამიტომაც, სულ ტონუსში იქნები

რაც შეეხება კლინიკას (III-VI კურსები), აქ ცოტათი ნაკლები კონტროლი და მეტი ხალტურაა, ვინაიდან "აიეტის' ადმინისტრაციიდან ნაკლები კონტროლია (ნუ, დიღომიდან რესპუბლიკურის რომელიღაც განყოფილებაში რა ხდება, ვერ იტყვი). სამწუხაროდ, ხშირად არ არის საქართველოში კლინიკის ლექტორსა და სტუდენტს შორის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც კლინიკური დისციპლინების შესწავლას სჭირდება: იდეაში, ლექტორმა გაკვეთილი უნდა აგიხსნას, პაციენტი უნდა განახოს, გაგასინჯინოს, უნდა კლინიკურ დისკუსიაში ჩაგაბას და რაც მთავარია, უნდა მოითხოვოს შენგან პროგრამის ათვისება. გასაგები მიზეზების გამო, ამას ბევრი ლექტორი არ აკეთებს, მაგრამ ეს როცა ხდება, მაშინ ძალიან კარგი კურაციები გამოდის... ასე რომ, საკმაოდ მაღალ დონეზეა კლინიკაც.
ეს ზოგადად მიმოხილვა დანარჩენი კი შენზე და შენს სიბეჯითეზეა დამოკიდებული