თავისით ახერხებენ

და მერე ამიტომ არიან ხოლმე მადლიერებით აღსავსე ალმა მატერის მიმართ. კარგი ვინც არის - თავისით სწავლობს, რადგანაც თსსუ-ს აკადემიურ ბრიგადას ცოდნის განახლებამ ქვა ესროლა და მაგათ თუ უსმინე შორს ვერ წახვალ.
მე პირადად მხოლოდ 2-3 ადამიანი მახსოვს ვინც მართლაც გამოსადეგი ცოდნა მოგვცა. დანარჩენები სულაც რომ არ ყოფილიყვენენ
"თავისით სწავლის" მერე ჩვენი კარგი სტუდენტები აუცილებლად უნდა მოხვდნენ საზღვარგარეთ, რომ ჯანსაღი კლინიკური უნარ ჩვევები შეიძინონ, თორემ აქ არც სურვილი აქვს არავის მათი სწავლების და ხშირად არც უნარი
ამის შემდეგ "თსსუ-ის კარგი სტუდენტი" საქართველოში ჩამოდის და რეალურად საუკეთესო უნარ ჩვევებს და ცოდნას ფლობს. მალე ხვდება რომ მიქარა - და არ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გვიანია

მისი მნახველი თსსუ-ის ფუნქციონერები ამობენ ხოლმე ჩვენ გავზარდეთო, მაგრამ მოდით ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში - მართლაც ასეა??? - არა! არა და კიდევ ერთხელ არა!

ის რაც მე დავხატე - უდიდესი პრობლემაა... უნივერსიტეტს ავტორიტეტი აღარ აქვს. ნიჭიერი ხალხი ფიქრობს, რომ იქ ტყუილად დადის და დროს კარგავს. შედეგად მას არ უვითარდება ერთობის შეგრძნება და თავს იდეოლოგირად არ აიგივებს ამ სასწავლო დაწესებულებასთან... და მართალიცაა!
დაუბრუნეთ ალმა მატერის შეგრძნება ნიჭიერ ხალხს!

ეს უდიდეს ბიძგს მისცემს აკადემიური გარემოს აღდგენას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას!
Answer to life, the universe and everything...