ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო ინსტიტუტი კავკასიაში, რომელმაც ბოლო 10 წლის განავლობაში აღზარდა წარმატებული მედია და პიარ პროფესიონალები, რომლებიც ინდუსტრიის წამყვან კომპანიებში მუშაობენ.
ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას გაიარონ სპეციალიზაცია მედია მენეჯმენტში ან მულტიმედიურ ჟურნალისტიკაში. პროგრამა ინგლისურ ენაზე ისწავლება და ის საერთაშორისო აუდიტორიისთვის არის განსაზღვრული. კავკასიის ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის სკოლის მიზანია შეასრულოს ეს მისია პრაქტიკულ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით, რომელსაც საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტები წარუძღვებიან უმაღლესი ხარისხის მულტიმედიურ ლაბორატორიაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ვებგვერდს:
http://js.gipa.ge/page/journalismსასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები გაივლიან მოკლევადიან პრაქტიკას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებში. სასწავლო პროცესში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ბეჭდური მედიაში, ტელევიზიაში, რადიოსა თუ ინტერნეტ-გამოცემაში.
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ასევე აქტიურად მონაწილეობს კურსდამთავრებულთა დასაქმებაშიც.
მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის პროგრამის 2 საუკეთესო სტუდენტს შესაძლებლობა ეძლება მეორე წელი სრულად დაუფინანსდეს, ხოლო პროგრამის 2 სტუდენტს საქართველოს რეგიონებიდან, საშუალება აქვს მიიღოს ყოველთვიური სტიპენდია (დამატებითი ინფორმაცია).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი
• რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
• რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
• რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
• რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
• პირადობის მოწმობის ასლი
• ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
• ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა
საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2012 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-3 სართული; ტელ: (995) 32 2497501; 599250100 (სოფო), js@gipa.ge