ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო ინსტიტუტი კავკასიაში, რომელმაც ბოლო 10 წლის განავლობაში აღზარდა წარმატებული მედია და პიარ პროფესიონალები, რომლებიც ინდუსტრიის წამყვან კომპანიებში მუშაობენ.
სამხრეთ კაროლაინას უნივერსტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესორ ტომას კლიპსტაინის (25 წლის განმავლობაში General Motors-ის პიარ მენეჯერი) და აკადემიური პერსონალის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დასავლურ სტანდარტებთან მისადაგებული საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა.
პროგრამა დაფუძნებულია ამერიკულ გამოცდილებაზე და მაქსიმალურად გათვალისწინებულია საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნები. შესაბამისად, პროგრამა უნივერსალურია და მას ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ანალოგი არ მოეძებნება. ის სტუდენტებს უქმნის აუცილებელ თეორიულ საფუძველს და ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროებში ეფექტური მუშაობისათვის, როგორც სამთავრობო, ისე კომერციულ და არასამთავრობო სექტორში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ვებგვერდს:
http://js.gipa.ge/page/prსამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პროფესურა გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით, როგორც ღრმა თეორიული ცოდნით, ასევე პრაქტიკული გამოცდილებით. აკადემიური პერსონალის დიდ ნაწილს მიღებული აქვს განათლება დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში, ისინი აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდიკას.
საზოგადოებრივ ურთიერთობათა პროგრამაზე, პირველი სასწავლო წლის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 2 სტუდენტი სრულიად თავისუფლდება მეორე სასწავლო წლის გადასახადისგან.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი
• რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
• რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
• რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
• პირადობის მოწმობის ასლი
• ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
• ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა
საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2012 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-3 სართული; ტელ: (995) 32 2497501; 555733377 (მაკა), m.gvelesiani@gipa.ge