keenაი რა ხდება ჩვენს სკოლებში

გაგიკვირდება ესეც

"არდადეგები რომ არ ყოფილიყო, ბავშვები სწავლისგან დავიხოცებოდით" მე-7 კლასი
"სულხან - საბა ორბელიანს ხან ტკბილი ენა ჰქონდა და ხან - მწარე". მე-5 კლასი
"აკაკი წერეთელი ბავშვი იყო, მაგრამ მაინც ხვდებოდა, რომ სკოლასი სწავლის დროს მასწავლებლები ბავშვების გარყვნას ცდილობენ". მე-5 კლასი
"ადრე პოეტებს ღმერთი აწერინებდა. ახლა კი ყველა წერს". მე-8 კლასი
"სიკვდილი იმიტომ დაიბადა, რომ დედამიწაზე ცოცხალი ადამიანები დაეტიონ". მე-10 კლასი
"ილია ლამაზი კაცი იყო, მაგრამ ჩასუქებული და უშნო". მე-8 კლასი
"ზაქარია მხარგრძელმა რუქნადინის მოციქულს სახესი გაუტკაცუნა, მიწაზე დააგდო და დაემუქრა, თუ კიდევ გაბედავთთამარ მეფის ცოლობაზე ფიქრს, ენას და კიდევ ყველაფერს მოგაჭრითო." მე-8 კლასი
"დედაჩემს უნდა, იურისტი გამოვიდე. მამა ამის გამო სულ ეცხუბება. მამას არ უნდა, რომ სასამართლოში ვიარო და ხალხი დავიჭირო, რადგან თვითონ რომ დაიჭირეს, ის პოლიციელები და მოსამართლებეი ისე ეჯავრებოდა, ერთ დღეს მათი დახოცვა გადაწყვიტა, მაგრამ ღმერთმა დაიფარა, რომ მაშინ ციხესი იჯდა." მე-7 კლასი
'ტარიელმა ნესტანი რომ დაინახა, მკერდით მიეწება და ლამაზი ყელი თავისი ყელით გადაუგრიხა." მე-9 კლასი
"ვეფხისტყაოსანი" ბრძენი ადამიანის მიერ დაწერილი გენიოლოგიური ქმნილებაა, სადაც მთავარი გმირი მოკლული ვეფხვის ტყავია." მე-9 კლასი
"ჩემს სოფელში ისეთი ლამაზი ზაფხული იცის, რომ ხეებზე მწვანე ფოთლები ამოდის, მიწა ბალახებით იმოსება და ცხვრებიდა ძროხები ბღავილს იწყებენ." მე-5 კლასი
"აბო ტბილელი დაწვეს და მისი ფერფლი ერთ დიდ მდინარესი გადაყარეს. ამ მდინარეს მაშინ მტკვარი ერქვა." მე-9 კლასი
"მამაცემი პოლიტიკოსია და ყოველდღე იპრანჭება. დედას ყოველ დილით ჰალსტუხის გაკეთების დროს ეჩხუბება, რადგან წესიერად ვერ უკეთებს ხოლმე. ამის გამო ხანდახან იხრჩობა." მე-6 კლასი
"7 წლის ვახტანგ გორგასალი ტახტზე ავიდა, 16 წლისა კი ბრზოლის ველზე ტრაბახობდა." მე-7 კლასი
"ქრისტე ღმერთმა ამორანი თავის ყურშა ძაღლთან ერთად კავკასიის მთაზე მიაჯაჭვა. მას ყოველდღე ერთი პური და ერთი ჭიქა ღვინო აქვს გამოწერილი. ასე იტანჯებიან მას შემდეგ ამირანი, მისი ერთგული ყურშა და იარაღი." მე-9 კლასი
"თათქარიძეების სახლი კახეთის ერთ გადატრიალებულ ადგილზე იდგა." მე-8 კლასი
"ერთი სული მაქვს, ისეთი სახლი ვნახო, ლუარსაბს რომ ჰქონდა და ის გაქონილი ქაღალდები ჩამოვხიო და იატაკზე ამოცვენილი აგურები დავაგო. ვიცი, სადაც იყიდება აგური იაფად." მე-7 კლასი
"სიყვარული ძირითადად ორი ადამიანის სქესობრივი გზით დანათესავება და მერე ბავშვების გაჩენაა." მე-10 კლასი
"ვაჟა-ფშაველას ისე უყვარდა სამშობლო, ახლაც დგება ხოლმე საფლავიდან და ზემოდან დასცქერის ბულბულის სტვენას და ხეებს." მე-7 კლასი
"თქმულების მიხედვით ამირანის არსებობას კეთილ და ქალების მომამშბიარებელ მონადირეს უნდა ვუმადლოდეთ." მე-9 კლასი
"ჩვენი ახალი დამრიგებელი რომ შემოვიდა, მისმა სილამაზემ კლასი გაანათა და მაშინვე მივხვდი, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით." მე-7 კლასი
"ილია ჭავჭავაძე თვითონ ვერ იძინებდა და ცდილობდა, სხვებიც გაეღვიძებინა მამა-პაპური ხვრინვისგან." მე-10 კლასი
"ბაყაყები თავს ხტუნვით და ყიყინით ირცენენ." მე-6 კლასი
"ჩვენი დამრიგებელი მარტო იმას მოგვიწოდებს, რომ ვისწავლოთ და ექსკურისებზე და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად არ დავყავართ. არც იმ კინოებს და სპექტაკლებს გვაყურებინებს, რომელბიც ბავსვის იმუნიტეტს ამაღლებენ." მე-7 კლასი
"ტარიელი რომ სანადიროდ მიდიოდა, ასმათი ისეთი ერთგული იყო, იდგა და თმებს ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა, მერე კი ავთანდილს რომ ხედავდა, წიოდა და კიოდა." მე-9 კლასი
"ლადო ასათიანმა საქართველოში მუხლის მოდრეკის ტრადიცია შემოიტანა." მე-5 კლასი
"სულხან-საბა ორბელიანი ახლა იმქვეყნიდან აუცილებლად გვიყორებს და მსვიდად სძინავს, რადგან მისი მისია რამდენიმე საუკუნის მერე მაინც აასრულა სააკაშვილმა და საფრანგეთს ჩვენთვის დახმარების ხელი გამოაწოდებინა." მე-7 კლასი
"გედიას მარიტას გაუპატიურება სოფლის ბრბომ დააბრალა და ამქვეყნად ყველასთვის საოცნებო ლიკა ქავჟარაძე ტალახით ჩაქოლა". მე-8 კლასი
"შუშანიკს მამისგან სახელად ვარდანი ერქვა და ამიტომ ვარდანის ასული იყო, მაგრამ მოფერებით შუშანიკს ეძახდნენ". მე-9 კლასი
"ილია ჭავჭავაძემ ქალის კაბა ჩაიცვა და წარმოიდგინა, რომ ოთარაანთ ქვრივი იყო და ისე დაწერა თავის შვილზე მოთხრობა". მე-10 კლასი
"ლუარსაბმა შპალიერის გაკვრა არ იცოდა და ფანჯრებზე ქონიანი ქაღალდები მიაკრა". მე-7 კლასი
"ატარძეული ყოველთვის განთქმული იყო ნიჭიერი გიორგი ლეონიძეებით". მე-8 კლასი
"ილია წავჭავაძეს გონება პეტერბურგში გამოუმუშავდა". მე-10 კლასი
"რუსებს ქართველი ქალები ველურებად იმიტომ მიაჩნდათ, რომ მათი გასიშვლებაზე დათანხმება ძალიან ძნელი იყო". მე-10 კლასი
"ყველა წუწუნება, რომ სიცოცხლე ტანჯვა-წამებაა, მაგრამ მიწასი ყოფნას ასი პროცენტით რომ სჯობია, ყველა შეთანხმებულია და ხმას არ იღებენ". მე-10 კლასი
"მშობლები ბავშვობიდან მასწავლიან ბევრ ლექსებს და მარიგებენ, რომ თუ ბევრი ლექსი არ მეცოდინება, როცა გავიზრდები, თამადა ვერ გავხდები". მე-7 კლასი
"ცხოველები ადამიანებისგან იმით განსხვავდებიან, რომ იმათ ტანზე ბეწვები აქვთ და ჩვენ კი არა". მე-8 კლასი
"ფატმანმა იცის, რომ ავთანდილიდგან სიამოვნების მიღება შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს და ბოლოს უმეგობრდება". მე-9 კლასი