გული დამწყდა ძალიან

ჩვენი სკოლა აღარ იქნება ის, რაც ჩვენს დროს იყო...
ზოგად წნეხში გაატარებენ ყველა სკოლას და ის იქნება...
კორუფციაო? კარგი რა..როდის აქეთ გახდა მათემატიკური სკოლა პრესტიჟული და "ჯაან ტაკოი"? ეგეთი ბავშვი მანდ თუ მოხვდა, თვითონვე შეიხვეწება-სხვაგან წამიყვანეთო.
უამრავ დავალებას გვაძლევდნენ. ახლა მახსენდება-მათემატიკაში 100 მაგალითი და ამოცანა გვქონდა ხოლმე. კარგად რომ "გაგვიჯდებოდა გონებაში" მერე მახათაძე უკვე ცოტას გვაძლევდა, მაგრამ ძნელს

ფიზიკაშიც მგონი 40-50 ამოცანას მაინც გვაძლევდნენ, ამას ემატებოდა საკმაოდ რთული საკონტროლოები და გამოცდები ყველა სემესტრის ბოლოს-ალგებრაში და ფიზიკაში.
მე ვფიქრობ, რომ მაგ სკოლამ მასწავლა საკუთარი თავის ფასი, საკუთარი შესაძლებლობების ჯეროვანი შეფასება დაასევე ისიც, რომ არცოდნა სირცხვილი არაა, თუ სწავლის სურვილი გაქვს.
აი, რას ვფიქრობ, იცით? გასაგებია, ვთქვათ არსებული უნდა შეიცვალოს ახლით...შეიცვალოს, მაგრამ ასე უაზროდ, კაცო? რა უბედურებაა ეს ლოტოტრონი. ხომ შეიძლება ნიჭიერი და მონდომებული ბავშვი გარეთ დარჩეს?
მაგრამ არა, რა..მაგ სკოლას არსებობა არ უწერია. გააუქმებენ პროფილირებულ სკოლებს და იქნება ერთი ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, სადაც არანაირი აქცენტი აღარ იქნება მათემატიკაზე და ფიზიკაზე. ვეკუას სახელობის 42-ე სკოლა აღარ იარსებებს

ისე, დევდარიანი აშკარად ცუდად გამოიყურებოდა

ვინ იცის, იქნებ სულ არაა ცუდი ადამიანი ის გოგლიჩიძე და სკოლასაც გაუძღვეს..მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენი სკოლა იდეურად აღარ აირსებებს და ამაზე ძალიან მწყდება გული.
This post has been edited by Solveig on 26 Jun 2007, 23:20