ერთი წელია მაგათი მაგისტრატურა დავამთავრე და სანამ სასამართლოში არ ვუჩივლებ დიპლომს არ მაძლევენ
გადამრიეს...
ადმინისტრაციულიდან დეკანატში გამიშვეს, ჯერ დანართი მოიტანე მაგათგან და მოგცემთ მერე დიპლომსო
დეკანატში მითხრეს ერთ კვირაში მოდიო..
ერთ კვირაში რომ მივედი, ორ კვირაში მოდიო
ორ კვირაში რომ მივედი, 1 თვეში მოდიო
1 თვეში რომ მივედი, 2 თვეში მოდიო... (გეომეტრიული პროგრესიაა თუ როგორაა საქმე)
ახლა მივედი და... ჩვენთან რა გინდა, კათედრამ უნდა გაგიკეთოსო.. კათედრაზე მითხრეს, ჩვენთან რა გინდა. დეკანატმა უნდა გააკეთოსო... ისევ დეკანატში რომ მივედი, დეპარტამენტის უფროსმა უნდა გააკეთოსო.. დეპარტამენტის უფროსის კვალიც არ ჩანს თბილისში და საერთოდაც დეპარტამენტში მომახსენეს, წადი დეკანატშიო
რწყილი და ჭიანჭველა მონაგონია..
მოკლედ სანამ მანდ ჩავაბარებდი, კარებზე ნეტა წარწერა ყოფილიყო: "აქ შემსვლელებმა იმედები გარეთ დატოვეთ"

(სიმწრის სიცილი)
god made a man and then rested. god made a woman and then no one rested!
FALESTRA
ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!