#4363522 · 15 Dec 2006, 17:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
natasha21
მე-5 კლასელი უცხო ენებს ისწავლის ორს (რუსულს და ინგლისურს) თუმცა, მე-7 კლასიდან შეეძლება აირჩიოს დამატებით 1 უცხო ენა თუ სურვილი ექნა. ენები და სხვა რთულად ასათვისებელი საგნების ისწავლება შემდეგნაირად: ხდება მოსწავლეების დონის განსაზღვრა და ჯგუფები დგება მსგავსი შესაძლებლობების მოსწავლეების მიხედვით ანუ კლასიური კლასის ცნება რაღაც ეტაპზე იშლება და შეიძლება მოხდეს ისე, რომ რუსულზე იჯდეს მე-6 კლასელთან ერთად. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ როდესაც მასწავლებელი ჩვეულებრივ კლასში შედის, იქ არის მოსწავლე, რომელიც სწრაფად ითვისებს და რომელიც პირიქით, ნელია. შესაბამისად მასწავლებელს უხდება დაბალანსება და ბევრი დრო და ენერგია იკარგება. ზემოაღნიშნული მოდელით, კი მასწავლებელი სრულ კონცენტრაციას ახდენს.
წრეებს რაც შეეხება ტექნიკურად შესაძლებელია კვირაში ორი წრე ამ ეტაპზე (თუმცა მომდევნო სექტემბრიდან წყნეთში 4-მდე ავალთ). ჩვენ რეკომენდაციას უწევთ, რომ ერთი იყოს სპორტული ტიპის, ხოლო მეორე ხელოვნებაზე ორიენტირებული, თუმცა მშობლები და მოსწავლეები თავად ირჩევენ სასურველს შემოთავაზებული 10-12 წრიდან. (კონკრეტულად მითხარი რომელი წრეები გინდა და გეტყვი გვაქვს (გვექნება) თუ არა).
დროს რაც შეეხება - ეხლა 9-16:00 საათამდე. წყნეთში კი - 9:00 ან 9:30-იდან 17:00-17:30 - მდე. ზუსტად ჯერ არ გადაგვიწყვეტია.
ეხლა ღირს 1600 ლარი, ეღირება 2000-2200 ლარი და შედის ტრანსპორტირება, კვება, წრეები, ექსკურსიები თბილისის მასშტაბით (მუზუმები, თეატრები და ა.შ.)
|