კეთილო ხალხო, ვინც ამჟამად სწავლობთ IH-ში, ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ რამდენიმე კითხვაზე:
1. შევდივარ Beginer -ზე, რადგან კერძო მასწავლებელს გულს ვერ ვუდებ რატომღაც. თავიდანვე ვსწავლობდი გერმანულ ენას და ახლა მინდა ინგლისური ვისწავლო.
რამდენად საფუძვლიანად ვისწავლი გრამატიკას? ლექსიკაზე ვიცი, რომ ამ მხრივ არ იქნება პრობვლემა;
2. საიტზე ვნახე, რომ ერთი თვე ღირს 160 ლარი. დაახლოებით რა ჯდება წიგნები და რა პერიოდულობით მომიწევს მათი შეძენა? რა წიგნებით ასწავლიან ეხლა?
3. თუკი გავივლი ყველა დონეს, დაახლოებით რა დონეზე მეცოდინება ინგლისური ენა?
4. უცხოელი მასწავლებლები მეყოლება თუ არა?
5. დაახლოებით რამდენი კაცია ერთ ჯგუფში?
6. რამდენად სრულყოფილი ბიბლიოთეკა აქვთ?
7. კეთილმოწყობილია თუ არა სასწავლო ოთახები?
საერთოდ, ვინც კი რაიმეს მეტყვით ამ სასწავლებლის დღევანდელ მდგომარეობაზე, დიდად მადლობელი დაგრჩებით