რუსულში ვწერთ საკონტროლოს და მასწავლებელი მკაცრია, (ისე ძალიან საყვარელი ქალი იყო). რაღაცის შინაარსი უნდა დაგვეწერა. მასწავლებელმა ამიარ-ჩამიარა შვიდჯერ, ვიღაცებს შპარგალკები წაართვა, ლამის გავიდა გაკვეთილი და უცებ ხედავს: შუა მაგიდაზე წიგნი გადაშლილი მიდევს და მშვიდად ვიწერ

ცუდი მხედველობა მქონდა. დაფასთან ახლოს მსვამდნენ ხოლმე და ა.შ.
ერთხელ გაკვეთილზე დამაგვიანდა. შევედი, სწრაფად მოვძებნე ცარიელი ადგილი ჩემი დაბინდული მხედველობით და დავჯექი. კლასი გაისუსა. მივიხედ-მოვიხედე და თურმე სხვა კლასი არ ზის?
ერთხელ ისევ შემეშალა, ჟურნალი მექანიკურად წინა საკლასო ოთახში შევიტანე. სანამ მასწავლებელს არ მივაწოდე, ვერ მივხვდი რომ სხვაგან ვიყავი

(ასე ცუდადაც არ ვხედავდი, უბრალოდ, მერიდებოდა დაკვირვებით შეთვალიერება და საერთოდ არც ვიხედებოდი ხოლმე გვერდზე).
გეოგრაფიის მასწავლებელმა მითხრა რუკაზე ევროპა მაჩვენეო. თვალები ამიჭრელდა, დაკვირვებით შეხედვა ისევ მომერიდა და ჯოხი დავადე... აფრიკას

არადა განათლებული გოგო ვარ

ერთ გამოცდაზე წინასწარ თავი ვიმართლე ჯგუფელებთან, არაფერი მისწავლია-მეთქი. შემრცხვა დაბალი ნიშნის, ყველანი კარგად ვსწავლობდით. რაღაცნაირი, სააზროვნო გამოცდა იყო და ისე კარგად დავწერე, კურსზე ყველაზე მაღალი ნიშანი მივიღე

სასაცილო არ არის, თუმცა მერე მეკაიფებოდნენ, არაფერი გისწავლია, ხოო.
ერთ გამოცდაზე კი

პირველ კურსზე, ერთი უცნაური ლექტორი გვყავდა. ვერ გაიგებდი, ნიშანს რატომ ან რას და რის გამო წერდა. ყველა გავაფრთხილე ასე და ასე უნდა მოვიქცეთ თურმე-მეთქი. ჰოდა, ყველამ 5 მიიღო მე თვითონ 4 არ მომიხია?!

პირველ კურსზე ხუთოსნობის მუღამი გვქონდა ყველას, ვიტირე დაჟე, მაგრამ დაიკიდა. ჰოდა მეზიზღებოდა მერე დიდხანს. მამენტ ახლაც მაგრამ სჯობს ვაპატიო

ალალი იყოს ჩემი სტიპენდიების არმიღება
samaraT-ის და.