P/T/G -ში მე ვემზადებოდი და არ გირჩევდით. მე ძალიან არ გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომელსაც დროის უმრავლესობა ლაპარაკში გაყავდა და საბოლოოდ საერთოდ გაუშვეს.
იმაზე შევთანხმდეთ, რომ ასეთი ცენტრების დანიშნულება არ არის ენის სწავლება, იქ რომ მიხვალ ენა უნდა იცოდე, იქ უნდა მოემზადო "იმენა" გამოცდაში - ანუ ესეს რა სტრუქტურა აქვს, ზოგადად გამოცდას რა სტრუქტურა აქვს და ზეპირი პასუხი როგორ უნდა ააგო.
თქვენი არ ვიცი და წიგნის მიხედვით მე ამას ვერ ვისწავლიდი, ამიტომ ყველა ვარიანტში გირჩევდით მისვლას, სადაც ამზადებენ, გამოცდაში. კარგი იქნება თუ
დებორა ფილიფსის წიგნს შეიძენთ ან ოფიციალურ მოსამზადებელ გაიდს და ცენტრშიც ივლით.
მეც მივიღე იმაზე მეტი რაც მჭირდებოდა - iBT-ში მჭირდებოდა 79 120-დან და მივიღე 85. დამოუკიდბელი მუშაობით ამდენს ვერ მივიღებდი, მაგრამ მე მგონია რომ სხვა ნებისმიერი ცანტრიც იგივე დონეზე მოგამზადებთ, მთავარი მაინც თქვენ ხართ.
ისე ეხლა კიდევ მინდა უფრო მაღალ ქულაზე გადაბარება და მეც ვეძებ რამე ცენტრს