Sharpბოლო გვერდებს გადავხედე და აღმოჩნდა რომ ცოტა არ იყოს აგდებული დამოკიდებულება ჰქონიათ იბსუს მიმართ, რამაც არ შეგაშინოს

მინუსები :
1)ტერიტორიულად არის შორს, ფაქტიურად თბილისის იქით, ახალი კემპუსი როდის იქნება არ ვიცი მაგრამ ისიც ქალაქის ბოლოშია, ოღონდ სხვა მხარეს--- ეს ფაქტორი ბევრისთვის დიდი პრობლემა იყო, ხშირად წუწუნებდნენ, მაგრამ მე პირადად 4 წელი მოსკოვის პროსპექტიდან ვიარე მანდ, ყოველდღე ერთ გზაზე(ანუ მარტო წასვლა) დღეში 3 ტრანსპორტს ვიცვლიდი (ნუ ბოლოს ჯგუფელის მანქანით დავდიოდი, მაგრამ მაინც) . ვაგზლიდან მიდის პირდაპირ ტრანსპორტი, დიდუბიდან მიდის, საბურთალოდანაც მიდის
2) ზოგიერთი ლექტორი ნამდვილად შეუფერებელია იქ მუშაობისთვის, ეს ნამდვილად ასეა, ზოგს უმართლებს ამაში ზოგს არა, მაგრამ გააჩნია როგორი ჯგუფი იქნებით თუ გენდომებათ სულ კარგი ლექტორები გეყლებათ
3) ზოგიერთი თურქი ლექტორის და არამარტო მათი ცუდი ინგლისური შეიძლება მეორე პუნქტში ჩაითვალოს
4) ნაკლები პიარი, სხვებთან შედარებით ნაკლებადაა გაპიარებული და ასევე დიდად არაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, როგორც ვთქვათ თსუ ან ილია მაგალითად
5) სიმკაცრე არაა, 51 ქულა და უკვე ჩაბარებული გაქვს საგანი, ეს კი სწავლის ხარისხსს ნამდვილად აგდებს
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პლიუსები:
1) კარგი სასწავლო გარემო, წყნარი ადგილი. კარგი მოვლილი ეზო, კარგი აუდიტორიები ანუ იმაზე არ გიწევს ფიქრი ეს რატოა მინგრეულიო და სისუფთავე არააო და ა.შ
2) თანამედროვე სწავლება. იგულისხმება თანამედროვე წიგნები, თანამედროვე მეთოდები
3) არაერთი უუუუუუუუმაგრესი და უუუუუმაღლესი ლექტორი. მითუმეტეს ეკონომიკაზე. ნახავ შენ თვითონაც თუ მაგალითად მერაბ აბდალაძე გასწავლის. მერე აირჩევ პროფესიას, მენეჯმენტზე და მარკეტინგზე არ ვიცი რა ხდება, ფინანსებს თუ აირცევ იქაც მაგარი ლექტორი გეყოლება (სიესბელები მიხვდებიან ვინც).
4) ინგლისური ენა---ეს ის ინგლისური არ იქნება რაც სხვებს ჰგონიათ, გამარჯობა როგორ ხარ და რა კარგი ამინდია, ბიზნეს ინგლისურს ისწავლი
5) გაცვლითი პროგრამების შანსი არის, მაგრამ დიდი ვერაფერია. თუმცა მაინც არის
6) დასაქმების საიტებზე შეგხვდება ხანფახან ასეთი ფრაზა: უპირატესობა მიენიჭებათ სიესბის, იესემის, გაუს, იბსუს სტუდენტებს
7) მეოთხე კურსიდან საღამოსაა ლექციები და ხელს შეგიწყობენ თუ იმუშავებ
მოკლედ ერთ რამეს გეტყვი რა მთლიანობაში: თუ მოინდომებ მართლა არის იქ ისეთი ხალხი ვინც საქართველოს დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო განათლებას მოგცემს. თორემ აქაც არის გულაცრუებული ხალხი როგორც ვხედავ საგნები რომ ეტენებოდათ და ვითომ უნის აბრალებენ. მონდომება მტავარია, ლექტორები არ გეგონოს ძალიან განსხვავდება სხვა წამყვანებისგან

ფინანსების ლექტორიც ასწავლიდა იგივე სიესბისში, სტატისტიკაც, მენეჯმენტიც და ა.შ არაა ეგ პრობლემა ოღონდ მონდომე შენ
This post has been edited by mikheili91 on 22 Aug 2013, 16:52