ძალიან ლოგიკური იქნება.
„თელასის“ ცნობით, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ 10:00-დან 17:00 საათამდე, ჯორჯ ბუშის, მელაანის და გუჯარეთის ქუჩების მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
ამავე პერიოდში ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლები. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფელ ზურგოვანის მოსახლეობას.
ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს; გურამიშვილის გამზირსა (ნაწილობრივ) და სანზონის დასახლებას (ნაწილობრივ); აკაკი წერეთლის გამზირს, თამარ მეფის გამზირს (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ჩაჩავას, თევდორე მღვდლის, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის და ლებანიძის ქუჩებს; სოფელ კიკეთს, ბეთანიასა და დიდებას.
11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩებს;10:00-დან 16:00 საათამდე - სოფელ გლდანს; ბოტანიკის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩებს; 12:00-დან 14:00 საათამდე სოფელ კოჯორსა და წავკისს (ნაწილობრივ).
საგნების არჩევის დროს არც ჩემთან სახლში და არც თსუში შუქი არ იქნება.