10:00 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიულოცავენ.
როგორც "პირWელს" თსუ-დან აცნობეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 5000-ზე მეტი პირველკურსელი შეუერთდება. მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები. 2013 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თსუ წამყვანია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტების რაოდენობითაც.
თსუ-ის სცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თათია შარია თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე ისწავლის.
ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა მომსახურების ცენტრები, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სასწავლო პროგრამების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შესახებ.
18:00 საათზე კი სწავლის დაწყებას სტუდენტებს თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი (ბიგ ბენდი) მიულოცავს. კონცერტი თსუ-ის ყველა სტუდენტისთვის პირველი კორპუსიის სააქტო დარბაზში გაიმართება.ილია მეორე რატომ მოგვილოცავს ?
18-ზე სადმე გავიდეთ რა