Ia-forumzeბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
ფაკულტეტი მთავარ ამოცანად მიიჩნევს მიაწოდოს სტუდენტებს იმ ტიპის ცოდნა, რომელიც მათ კონკურენტუნარიანს გახდის არამარტო ქვეყნის შიდა ბაზარზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მოამზადოს ისინი ნებისმიერი დონის კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ, შეაძლებინოს საკუთარი საქმის ადვილად დაწყება.
ფაკულტეტი ანხორციელებს არაერთ საერთაშორისო პროექტს. უმნიშვნელოვანესი, თავისი სპეციფიკით, არის ახალი პროექტი - თბილისი, ბუდაპეშტი, ოქსფორდი.
არსებითად, ეს პროექტი, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კიდევ ერთი პრაქტიკული გამოვლინებაა, რაც, თავის მხრივ, ბევრად მაღლა სწევს ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტანდარტებს.
მარტივად პროექტის სქემა ასეთია:
პირველი ეტაპი _ სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
მეორე ეტაპი _ დამამთავრებელ წელს სწავლის გაგრძელება ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების აღიარებით.
მესამე ეტაპი _ ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღება. პარალელურად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღება.
უფრო კონკრეტულად კი ეს წიაიკითხე:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2007 წელს დაიწყო ახალი, საქართველოს სინამდვილეში, თვისებრივად განსხვავებული პროექტის განხორციელება. არსებითად, ეს პროექტი, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კიდევ ერთი პრაქტიკული გამოვლინებაა, რაც, თავის მხრივ, ბევრად მაღლა სწევს ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტანდარტებს.
მარტივად პროექტის სქემა ასეთია:
პირველი ეტაპი - სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
მეორე ეტაპი - დამამთავრებელ წელს სწავლის გაგრძელება ბუდაპეშტის ბიზნესის
საერთაშორისო სკოლაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში
მიღებული კრედიტების აღიარებით.
მესამე ეტაპი - ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და
დიპლომის მიღება. პარალელურად გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღება.
მექანიზმი
ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტსა და ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლას შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ბიზნესის საერთაშორისო სკოლა ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის მონიტორინგით განახორციელებს მისსავე საგანმანათლებლო პროგრამებს.
თავის მხრივ, ბიზნესის საერთაშორისო სკოლამ ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტთან შეთანხმებით განიხილა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სცნო ევროსტანდარტებთან მისი შესაბამისობა. ამის საფუძველზე, ოქსფორდის თანხმობით, დაიდო ხელშეკრულება მეორე დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ჩვენს უნივერსიტეტთან.
უფრო ზუსტად:
ა) პირველი დონის პარტნიორობა - ოქსფორდი _ ბუდაპეშტი
ბ) მეორე დონის პარტნიორობა - ოქსფორდი - ბუდაპეშტი - თბილისი
სქემა
ა) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს და განახორციელებს სწავლებას
ამის საფუძველზე:
ბ) ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლა დაასრულებს სწავლებას
ამის საფუძველზე:
გ) ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტი ანიჭებს აკადემიურ ხარისხს და დიპლომს. პარალელურად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ანიჭებს აკადემიურ ხარისხს და დიპლომს.
საფუძველი
პროექტი სრულად პასუხობს ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს, რომელიც წაახალისებს ამგვარი ტიპის პროექტებს, რადგან ის ხელს უწყობს ახალგაზრდა უნივერსიტეტების საგანმანათლებლო სტანდარტის სწრაფ ამაღლებას კლასიკური, ცნობილი უნივერსიტეტების დონემდე. ნიშანდობლივია, რომ ანალოგიური პროექტი ბიზნეს სკოლას განხორციელებული აქვს მოსკოვსა და შვედეთში.
რომელ სპეციალობებს შეეხება პროექტი?
ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა _ ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით (BBA), აგრეთვე, სტრატეგიულ ფინანსებსა და საერთაშორისო ბიზნესში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით (MS).
ტურიზმის მენეჯმენტი _ ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით ტურიზმის მენეჯმენტში (BBA), აგრეთვე, სტრატეგიულ ფინანსებსა და საერთაშორისო ბიზნესში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით (MS).
სახელმწიფო მართვა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებსა და ბიზნესის სწავლებებში, (BBA), აგრეთვე, სტრატეგიულ ფინანსებსა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით (MS).
ჟურნალისტიკა - ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობაში (BBA).
პროექტის მთავარი უპირატესობა
მინიმალური ფინანსური დანახარჯებით ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციის მიღება, ოქსფორდის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებით. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელობამ ჩვენს უნივერსიტეტს 20%-ით შეუმცირა გადასახადი და მოუხსნა სარეგისტრაციო თანხა _ 800 ევრო.
მთავარი შედეგი
მწვანე შუქი საქართველოსა და ევროპის შრომის ბაზარზე.
შეუძლიათ თუ არა სხვა ახალგაზრდებს ისარგებლონ ამ პროექტით?
ის ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები შეიძლება გაიგზავნონ ბუდაპეშტში ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის პროგრამით, მაგრამ არა ერთი წლით, არამედ სწავლების სრული ციკლის გავლით, შესაბამისად, ოთხი (ბაკალავრიატში) და 1,5 (მაგისტრატურაში) წლით.
რა არის საჭირო ამ პროექტში მონაწილეობისათვის?
ა) აპლიკაციის შევსება საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრში (ოფისი IV სართულზე).
ბ) ინგლისურ ენაში advanced დონის მიღწევა, შესაბამისი კურსების გავლა შესაძლებელია როგორც ჩვენს უნივერსიტეტში ისე მის ფარგლებს გარეთ.
გ) მაპროფილებელ მოდულებში არანაკლებ C-B დონე.
რამდენწლიანია, ეგ არ ვიცი

მე კი ამ პროექტით არ ვყოფილვარ, მე სტომატოლოგიურზე ვსწავლობ.