ვემზადებოდი ე.წ. სოროსის ცენტრში.
ნუ 5ჯერ ვიყავი სულ. მიცდებოდა, არ მეცალა. რაც "მთავარი" იყო, გავიგე, რომ უნდა ვთქვა 2 მაგალითი მაინც, როგორც თემაში, ასევე ზეპირის 45 წამიან სალაყბოში.

გამოცდის წინა ღამეს, იუთუბზე ვნახე რამდენიმე ვიდეო თემის დაწერის შესახებ.
მეტი მე არ მიმეცადინია. 103 ავიღე. ანუ პრინსტონის და ჰარვარდის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ, თუ არ ვცდები.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვერასოდეს გადავიხდი ამ უკანასკნელი უნიების გადასახედებს და კიდევ იმას, რომ სახელმწიფომ ფეხებზე დაიკიდა ჩემი ჩარიცხვის თანხმობა, ჰოლანდიის ერთ-ერთი უნიდან, ვინაიდან მე-4 კურსზე ვარ, ტოეფლ-ის სერთიფიკატი მინიმუმ ერთი წლით შემოიდება თაროზე. ეს ისე... ჩემი გულის ტკივილი გაგიზიარეთ

ისე კი, ალბათ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ ინერვიულო. სართოდ არ არის რთული ხალხო, სულ რომ არ გესმოდეთ ტექსტში სიტყვბი, არ დაიბნეთ. დრო საკმარისზე მეტია. ხანდახან, (რიდინგს ვგულისხმობ), ერთი სიტყვის ცოდნაც კი საკმარისია, რომ წინადადების ააზრს მიხვდეთ.
ხო მართლა, სპიქინგშI ხმამაღლა ილაპარაკეთ. მე ჩვეულებრივ ხმაზე ვილაპარაკე, და შესაბამისად მივიღე 23. ანქლიარ იყო ზოგიერთი მომენტიო.
პ.ს. რა დონე ვარ ნამდვილად არ ვიცი.

პ.პ.ს უყურეთ იუთუბს. მშვენიერი რჩევებია, წერისა და სალაპარაკო ნაწილებისთვის.
This post has been edited by Starsailor on 5 Jul 2010, 01:18