HAPPYBOY1.Reading
2.Listening
3.Speaking
4.Writing
1.Reading section:
3-4 ტექსტს კითხულობ და შემდეგ თითოეულ ტექსტთან დაკავშირებით პასუხებს ცემ კითხვებს.
თითოეულ კითხვაზე, რამოდენიმე პასუხია და იქიდან ირჩევ.
ამ ყველაფრისთვის განკუთვნილი გაქვს დრო, რომელშიც შესაბამისად უნდა ჩაეტიო.
2. Listening section:
იკეთებ "ნაუშნიკებს" და უსმენ.

როგორც წესი, გასმენინებენ ან რაიმე ლექციის ნაწყვეტს ან რაიმე დიალოგს.. ან ორივეს ერთად.
მოსმენის შემდეგ, ასევე გასცემ კითხვებზე პასუხს, შესაბამის დროში.
3. Speaking section:
სფიქინგის დროს, ასევე ყურსასმენში ისმენ ჯერ შეკითხვებს, რომლებზეც უნდა გასცე პასუხი და მეორე ეტაპზე,
ჯერ კითხულობ პატარა ტექსტს, ეს შეიძლება იყოს განცხადება, რაიმე ამონარიდი გაზეთიდან, რეკლამა რაღაცის თაობაზე და ა.შ.
ამის შემდეგ ყურსასმენში ისმენ ამ ტექსტთან დაკავშირებულ ან დიალოგს, ან რაიმე მოსაზრებას/განხილვას... და მას შემდეგ, როცა შეაჯამებ წაკითხულს და მოსმენილს, გასცემ კითხვაზე პასუხს. ამისთვის გეძლევა, (თუ სწორად მახსოვს) 15 წამი მოსაფიქრებლად და 45 წამი პასუხის გასაცემად.
4. Writing section:
გექნება დასაწერი 2 თემა.
1-მოცემული იქნება რაიმე სათაური შესაბამის თემაზე, რის შემდეგაც მოგეცემა დრო რომ დაწერო შენი საკუთარი მოსაზრება.
2-წაიკითხავ ტექსტს და მოისმენ ტექსტთან დაკავშირებულ მოსაზრებას, რის შემდეგაც, წაკითხულის და მოსმენილის შეჯამებისას, დაწერ თემას.
ყველაზე ასე ვთქვათ რთული ფაქტორი არის დრო, რომელშიც უნდა ჩაეტიო.. დრო როცა მთავრდება, მონიტორზე მოცემული საკითხი ქრება და პასუხს შესაბამისად ვეღარ გასცემ კითხვას. ასე რომ დრო აკონტროლე

ეს არის და ეს..