უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით თანაფორუმელებო!!!
თავდაპირველად მოკლედ მიმოვიხილავთ ამ პოსტის გახნის მიზანს და არსს. დღევანდელ რეალობაში,როგორც მოგეხსენებათ, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის სათანადო და სანდო ინფორმაციის მოძიება, იქნება ეს სტატისტიკური თუ კვლევითი. დღეისათვის უამრავ კომპანიაში თუ სასწავლო დაწესებულებებში ითხოვენ ბიზნეს პროქტებისა და პრეზენტაციების გაკეთებას, რომელთა ხარისხი და შედეგიანობა პირდაპირ კავშირშია ზემოთქმულ ფაქტორთან.
ხშირ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს სწორად ამ მოპოვებული ინფორმაციის პროექტად ქცევის პროცესი, რაც ბევრს არ გამოსდის ისეთ დონეზე როგორსაც არსებული დავალება ითხოვს, მიზეზი ბევრია( დროში შეზღუდულობა, კვალიფიკაცია, კრეატიული აზროვნების უნარი და ასე შემდეგ)
და სწორედ აქ ვჩნდებით ჩვენ. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემს ბიზნეს კოლეგას ამის ლაპარაკის საფუძველს გვაძლევს, ჩვენი გამოცდილება და განათლება, შესაბამის სფეროში. მინდა ასევე გითხრათ რომ არც ეს ფორუმი არის ჩვენთვის ახალი ხილი და გარკვეული პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვამჯობინებთ ინკოგნიტოდ დარჩენას(ინტერნეტ სივრცეში)
რა სერვისს გთავაზობთ ჩვენ:ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს გავსცდეთ, ამიტომ თავიდანვე ხაზს ვუსვამთ ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს.
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სახის:1. მცირე ამოცანის + ამოხსნების ( Case study + Solutions)
2. პრეზენტაციის( Word + Power Point)
3. ნებისმიერი მოცულობის პროექტების ( General Projects)
4. კვლევითი და დასკვნითი მოხსენების ( Research paper)
5. სპეციფიური დავალების ( Individual assignment)
გაკეთება როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე.
ახლა გადავიდეთ ჩვენი სამუშაოს არეალზე:1. მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული ყველანაირი ასპექტები. ( All marketing related tasks)
2. მენეჯმენტი. (All related tasks)
3. საერთაშორისო ბიზნესი.
4. ბიზნეს კომუნიკაცია.
5. საერთაშორისო ვაჭრობა.
ამ ზემოთ ნახსენები 5 სფეროდან ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მათგანზე დავწეროთ და ჩაგაბაროთ მაღალ დონეზე შესრულებული მზა დოკუმენტი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
როგორ ვმუშაობთ ჩვენ:იმასათვის რომ მოხდეს ჩვენი თანამშრომლობა, საჭიროა ორმხრივი გარანტია იმისა, რომ ეს ურთიერთობა გამოიღებს ორივე მხარისთვის სასურველ შედეგს.
ვინაიდან და რადგანაც ჩვენც, ჩვენი განვლილი კარიერის მანძილზე გვისარგებლია მსგავსი სერვისით, კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მიიღოთ ის ხარისხი, რომელიც ფასის პირდაპირ პროპორციული იქნება.
გარანტიის სახით ჩვენ გთავაზობთ შემდეგ რამეს:
მას შემდეგ რაც თქვენ მოგვაწვდით შესაბამის ინფორმაციას თქვენთვის სასურველი წერილობითი დოკუმენტის შესახებ( GUIDLINE) და თქვენთის სასურველი ჩაბარების დროის შესახებ(DEADLINE), ჩვენ განვიხილავთ თქვენს წინადადებას და არსებული დავალების სირთულისა და მოცულობის მიხედვით შევთანხმდებით ფასის თაობაზე,
როგორ ხდება მზა დოკუმენტისა და თანხის გაცვლის პროცესი:
მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენგან მივიღებთ შეკვეთას და უკვე შევთანხმდებით, მე და ჩემი კოლეგა ვიწყებთ კონკრეტულ დავალებაზე მუშაობას. თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელია როგორც ფორუმის ასევე პირისპირ შეხვედრის საშუალებით, იმის გადამოწმება, თუ რამდენად აკმაყოფილებს შესრულებული სამუშაო მოთხოვნილ კრიტერიუმებს. მას შემდეგ რაც პროექტი ჩაითვლება დამთავრებულად(ეს მოხდება ბოლო ჩაბარების დღემდე 1-2 დღით ადრე) ჩვენ გიკავშირდებით და ვთანხმდებით შეხვედრის ადგილსა და დროზე, ადგილზევე ხდება ყოველივეს გადამოწმება და ანგარიშწორებაც.
როგორც მიხვდით ეს თემა არაა განკუთვნილი არასერიოზული ხალხისთვის ამიტომ დიდი თხოვნა იქნება უაზრო პოსტებისგან თავი შევიკავოთ და მხოლოს რეალურად დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურონ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ურთიერთ თანამშრომლობის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არანაირი ფულის წინასწარ გადახდა არაა საჭირო, ანგარიშსწორება ხდება პროექტისა თუ დავალების ჩაბარების, განხილვის, ადგილზე შესწორებისა და დამშვიდობების დროს

ალბათ გაინტერესებთ რა გვაძლევს ამ ყოველივეს თქმის საფუძველს. მინდა გითხრათ რომ ორივე ჩვენგანს დამთავრებული გვაქვს სერიოზული და მაღალ კვალიფიციური სასწავლებლები, ცნობისთვის კავკასიის ბიზნესის სკოლა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, გვაქვს როგორც ბაკალავრის ასევე მაგისტრის ხარისხები. გვიმუშავია და გვისწავლია ყველა ზემოთ ნახსენებ სფეროში, გვაქვს საკმარისი გამოცდილება იმისა რომ არსებულ დავალებას ეფექტურად გავართვათ თავი. მინდა გითხრათ რომ ეს თემა არ ემსახურება მხოლოდ ფინანსურ მიზნებს, ეს არის უფრო ინტერაქტიული და სხვების დახმარების მიზნით შექმნილი თემა. ჩვენ გვინდა ჩვენი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ

ნებისმიერი დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ როგორც ელექტრონულ მისამართზე: xycandoit@live.com ასევე დაპოსტოთ ჩვენს თემაში ან მოგვწეროთ PM ყველა შეკითხვას შეძლებისდაგვარად გავცემთ პასუხს

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!!!