შევეცდები
ჯერ არტიკლების ბრუნება:
მხოლ. რიცხვი მრავლ. რიცხვი
Nominativ der (ein) das (ein) die (eine) die
Dativ dem (einem) dem (einem) der (einer) den
Akkusativ den (einen) das (ein) die (eine) die
წინადადება, რომ "შედგეს", მასში აუცილებლად უნდა იყოს ქვემდებარე (მხოლოდ Nominativ-ში),
შეიძლება იყოს პირდაპირი დამატება (Akkusativ-ში) ან ირიბი დამატება (Dativ-ში), ან ორივე ერთად.
ახლა წინადადების მოდელები:
I. ქვემდებარე - შემასმენელი.
Der Junge schreibt. (ბიჭი წერს.)
II. ქვემდებარე-შემასმენელი-პირდაპირი დამატება.
Der Junge schreibt einen Brief. (ბიჭი წერს წერილს.)
III. ქვემდებარე-შემასმენელი-ირიბი დამატება.
Das Mädchen hilft der Mutter. (გოგონა ეხმარება დედას.)
ზოგადად, ორპირიანი ზმნების უმრავლესობა დამატებად Akkusativ-ს „მოითხოვს“,
მაგრამ არის ზმნების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებსაც Dativ-Objekt-ი ეწყობა.
ზმნები, რომლებიც Dativ-ს მოითხოვენ:
helfen (დახმარება) sagen (თქმა)
begegnen (შეხვედრა) antworten (პასუხობა)
folgen (მიყოლება, მიდევნება) zuhören (მოსმენა)
danken (მადლობის გადახდა) gratulieren (მილოცვა)
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
gehören (ეკუთვნის) schaden (ვნებს)
gefallen (მოსწონს) schwerfallen (ეძნელება)
passen (შეეფერება, უხდება) leichtfallen (ეადვილება)
schmecken (ეგემრიელება) Spass machen (სიამოვნებას ანიჭებს)
ამ ზმნებთან Dativ-ში ჯდება არა დამატება, არამედ ქვემდებარე.
(ანუ, ვთქვათ, ვისაც მოსწონს, ის Dativ-შია, ხოლო რაც მოსწონს, Nominativ-ში).
Mir gefällt dieser Mantel. (და არა Ich gaffale diesem Mantel), მე მომწონს ეს პალტო.
Mir gefallen diese Mäntel. მე მომწონან ეს პალტოები.
IV. ქვემდებარე-შემასმენელი-ირიბი დამატება-პირდაპირი დამატება
წინადადების ამ მოდელს ძირითადად სამპირიანი ზმნები ქმნიან:
erklären – ახსნა (უხსნის) erzählen – მოყოლა (უყვება)
geben – მიცემა (აძლევს) schreiben - წერა (სწერს)
schenken – ჩუქება (ჩუქნის) kaufen - ყიდვა (უყიდის)
bringen – მოტანა (მოუტანს) zeigen – ჩვენება (უჩვენებს)
empfehlen – რჩევა (ურჩევს) anbieten – შეთავაზება
wünschen- სურვილი (უსურვებს)
Der Junge schreibt dem Freund einen Brief. (ბიჭი წერს მეგობარს წერილს.)