sandr0

მე რამდენადაც ვიცი, ძალიან დაწვრილებით სწავლობენ ოჯახის ქონებრივ და საფინანსო მდგომარეობას, ყველა დეტალში ძვრებიან და დოკუმენტალურად დადასტურებულ გარანტიებს ითხოვენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოცდები წარმატებით ჩააბარე.
სასწავლო გრანტები უცხოელებზე არა აქვთ (ვგულისხმობ ტრინიტის, კემბრიჯს, ბაკალავრიატს).
ბანკთან საქმეს ვერ დაიჭერ, თუ სტუდენტი არა ხარ, ან თუ რეზიდენტი არა ხარ, როგორც მინიმუმ, იქაური, ან EU.
მაგრამ სანამ ჩაგრიცხავენ, ისინი შენგან ფინანსურ გარანტიებს ითხოვენ.
და მერე student loan-ის გამოტანა მე მგონი მხოლოდ ბრიტანელებს შეუძლიათ.
ყოფილი სსრკ-დან გამოსულ ხალხს საბანკო სესხზე კი არა, უბრალო მიმდინარე ანგარიშის გახსნაზე კატეგორიულ უარს ეუბნებიან ბრიტანულ ბანკებში.
(ხარახურა ხალხთან საქმის დაჭერას ერიდებიან

).
და რომც არ უთხრან უარი, შეღავათიანი students loan არ გამოვა და ბანკებთან უშეღავათოდ მსხვილ თანხაზე ჩემმა მტერმა დაიჭირა საქმე
This post has been edited by Johnnie Walker on 8 May 2007, 22:40