ინოვაციური და მაღალი ხარისხის განათლება ჩრდილოეთ ევროპაში!
„Study in Estonia” -ს ინფო -სესია თბილისში - ესტონეთის უნივერსიტეტები, სტიპენდიები და უფასო პროგრამები - 16 თებერვალს (კვირას), 13:00 საათზე, წერეთლის გამზირზე, N 116-ში. ბიზნეს-ცენტრ „დიდუბე პლაზაში“.
დაესწარით ჩვენს ინფო სესიას თბილისში და იპოვეთ თქვენი საოცნებო პროგრამა ესტონეთში. შეხვდი „Study in Estonia”-ს და უნივერსიტეტების( ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი) წარმომადგენლებს და ასევე იმ ქართველ სტუდენტებს რომლებიც ამჟამად სწავლობენ ესტონეთში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს თანაორგანიზატორს საქართველოში შპს „Edu Guide”-ს:
ტელ: 032 2 72 96 02; 5 93 725 730
ელ-ფოსტა: info@edu-guide.ge
ვებ-გვერდი: www.edu-guide.ge
დასწრების მსურველებს შეგიძლიათ ასევე გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე და გვერდის ბოლოში მითითებულ 3 გრაფაში ჩაწეროთ თქვენი სახელი, გვარი, ელ-ფოსტა და დარეგისტრირდეთ ინფო-სესიაზე. ერთი დღით ადრე ჩვენ გამოგიგზავნით შეტყობინებას და შეგახსენებთ ინფო-სესიის შესახებ :
http://www.studyinestonia.ee/study/events-and-exposინფო-სესიაზე თქვენ გექნებათ საშუალება:
• ახლოს გაიცნოთ ესტონური უნივერსიტეტები და შეხვდეთ მათ წარმომადგენლებს
• მიიღოთ დეტალური ინფორმაცია სტიპენდიებისა და ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ
• ჩააბაროთ თქვენი საბუთები და იქვე დაამოწმებინოთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (ეს ეხებათ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს)
შენიშვნა: თუ ტალინის უნივერსიტეტში სწავლის მსურველებს თან ექნებათ ორიგინალი დოკუმენტები(ასევე მათი ასლები), მათ აღარ დასჭირდებათ დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება, ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თვითონ დაამოწმებენ მათ ინფო-სესიაზე და ამით გექნებათ შესაძლებლობა დაზოგოთ თანხა. ბაკალავრიატზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სკოლის ატესტატი, ნიშნების ფურცელთან და საზღვარგარეთის პასპორტთან ერთად, თავისი ასლებით, ხოლო მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე სწავლის მსურველებმა დიპლომი, ნიშნების ფურცელთან და საზღვარგარეთის პასპორტთან ერთად, თავისი ასლებით.
• ჩააბაროთ ინგლისური ენის ტესტი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოსახვედრად (ტესტის დაწერა უფასოა)
შენიშვნა: ვინც 16 თებერვალს ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს აღარ დასჭირდება დამატებით TOEFL და IELTS-ის სერთიფიკატების წარმოდგენა. ზოგიერთ პროგრამები დამატებით ითხოვენ CV -ს ან მოტივაციის წერილს, თუმცა უმეტეს შემთხვევებში (ერთი გამონაკლისის გარდა) არ არის დამატებითი ტესტები პროგრამებზე ჩასარიცხად. ასე რომ ვინც მოვა და ინფო-სესიაზე ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს ექნება დიდი უპირატეოსბა სხვა სტუდენტებთან შედარებით.
რატომ ესტონეთი?
საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები
სტიპენდიები და უფასო პროგრამები საერთაშორისო სტუდენტებისთვის
დიდი ხნის აკადემიური ისტორია (ყველაზე ძველი უნივერსიტეტი დაარსდა 1632 წელს)
150-ზე მეტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა
საზაფხულო და ზამთრის სკოლები
ინლისურ ენაზე თავისუფლად მოლაპარაკე მოსახლეობა
თანამედროვე აუდიტორიები და უახლესი სასწავლო აღჭურვილობა
უფასო ინტერნეტი თითქმის ყველგან
აქტიური სტუდენტური ცხოვრება
პერსონალური მიდგომა თითოეულ სტუდენტზე: პატარა ჯგუფები ლექციებზე
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანა სწავლისა და ცხოვრებისათვის
უსაფრთხო და სტაბილური გარემო
ინოვაციური და ტექნიკურად განვითარებული საზოგადოება
შესანიშნავი დამხმარე სერვისები (სტუდენტებისთვის) უნივერსიტეტების მხრიდან
ესტონეთი დასახელებულია როგორც საუკეთესო ადგილი საერთაშორისო სტუდენტებისთვის (მე-2 ადგილზე დასახელდა პორტუგალია, მე-3 ზე ავსტრია). წყარო: ერასმუსის სტუდენტური ქსელის 2010 წლის კვლევა.
ჯამში საერთაშორისო სტუდენტების 90% კმაყოფილია მთლიანობაში თავისი სწავლისა და ცხოვრების დონით ესტონეთში (მსოფლიოს მასშტაბით კი 88%). წყარო: 2011 წლის საერთაშორისო სტუდენტების ბარომეტრი TM.
შენიშვნა: ძირითად ინფო-სესიამდე რომელიც გაიმართება 16 თებერვალს, თქვენ ასევე გექნებათ საშუალება შეხვდეთ „Study in Estonia-ს და ესტონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს 14-15 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
ორგანიზატორი: „Study in Estonia“
ელ-ფოსტა: info@studyinestionia.ee
ვებ-გვერდი: www.studyinestonia.ee
ინფო-სესიის ფეისბუქის გვერდი:
https://www.facebook.com/events/60087646665...?context=createინფო-სესიაზე რეგისტრაციის ლინკი:
http://www.studyinestonia.ee/study/events-and-exposStudy in Estonia -ს ფეისბუქის გვერდი:
https://www.facebook.com/studyinestonia“Study in Estonia” არის ესტონეთის უმაღლესი განათლების დაწესებულებების თანამშრომლობის პლატფორმა რომლის მიზანია გადააქციოს ესტონეთი სწავლისათვის მიმზიდველ ადგილად და გაუკეთოს პრომოუშენი საერთაშორისო სტუდენტების სწავლის შესაძლებლობებს. ივენთი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპის სოციალური ფონდის ფარგლებში.
თანაორგანიზატორი: შპს „Edu Guide”
ოფისი: 2 32 2 72 96 02
მობ: 5 93 725 730
ელ-ფოსტა: info@edu-guide.ge
ვებ-გვერდი: www.edu-guide.ge
Facebook:
https://www.facebook.com/EduGuide.Ge
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)