nakanakaჩვენი რეზიდენტურის საქმე სასაცილოა სატირალი რომარ იყოს
კლინიკებში მივდიოთ და გვეუბნებოდნენ რომ ადგილები აღარ აქვთ მაშინ როცა აკადემიაში ჯერ რეზიდენტების მიღება გამოცხადებული არ ქონდათ.
ვითხოვეთ აკრედიტირებულ კლინიკათა ჩამონათვალი რასაც არ გვაძლევდნენ რა მოგცეთო რაც არ ვიცით ჯერო და მოვითხოვეთ მერე შარშანდელი აკრედიტირებული კლინიკების სია ამაზე რაღას გვეტყოდნენ

მოგვცეს.
რამდენადაც არ იცოდნენ რამდენი რეზიდენტის ადგილი ექნებოდათ წელს შეიძლება რომ ზოგიერთი ვერ მოხვდესო, დადებითი ქულის მქონე რათქმაუნდა ესენი შემდეგ წელს გაივლიანო
ამის პარალელურად ვიყავი რამდენიმე კლინიკაში
ერთგან ნათქვამი მქონდა ჯერ კიდევ მაისში, კი მიგიღებთ პრობლემა არ არისო, მაგის მერე ვიყავი გამოცდამდე და მითხრეს რომ აკადემია გაანაწილებს ქულების მიხედვითო .. აქ ცოტა დავეჭვდი
ამის შემდეგ ამ კლინიკაში მივედი 2 კვირის შემდეგ გამოცდა რომ ჩავაბარე ავიღე მაღალი ქულა და იგივე ადამიანი მეუბნება რომ ჩვენთან ხალხი უკვე 1 წელია ჩაწერილია და ადგილები აღარ გვაქო ... მეთქი შე ბანძო რას დამატარებ თავის დროზე ვერ მეტყვი
ერთგან იმენა მეხვეწებოდნენ მოდიო ნუ რატო ვერ ვიტყვი მაშინ ბევრი რამე უნდა ვთქვა კიდე
ჩემი კურსელებისგანაც ვიცი რომ ადგილები აღარ არის ძალიან ბევრ კლინიკაში
ბოლოს ჩავეწერე ერთგან პირადი ნაცნობობით
ვინც ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნობა და ენდობა დაღუპულია არც მეტი არც ნაკლები, ბევრი დავწერე და ბევრიც ვერ დავწერე რისი მოწმეც თვითონ ვიყავი... სრული ქაოსია
პირადი ნაცნობობა მხოლოდ და მხოლოდ ყველას ამას ვურჩევ