krasusi_92ვალდებულებითი სამართალი
სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
სანივთო სამართალი
უცხო ენა
არჩევითია: სამართლის ფილოსოფია და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია
ფილოსოფიაში დავითაშვილი და გარიშვილი არიან ხოლმე. გარიშვილს გოჩა ფერაძე ჰყავს ხოლმე სემინარზე, ჰოდა, თუ რამე შეხება გქონია მასთან, გეცოდინება რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პედაგოგია. დავითაშვილს წიგნაძე ყავდა ადრე და ამბობენ, ეგეც ძალიან კარგი პედაგოგიაო. ასე რომ არჩევანი შენზეა, მაგრამ გაითვალისწინე, რომ გარიშვილს გამოცდაზე ორმოცდაათამდე საკითხი მოაქვს, დავითაშვილს კი ორჯერ მეტი.
რაც შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორიას, აქ ბოსტოღანაშვილი იყო ადრე და სემინარზე ჩაჩანიძე ჰყავდა. მე პირადად, ამ ორიდან, არც ერთი არ მომწონს, მაგრამ საკუთარ აზრს თავს ვერ მოგახვევ