10 რჩევა თსუ-ს იურიდიულზე ახალჩაბარებულებს

1. ყოველგვარი იმედები დატოვეთ გარეთ ( ნასესხებია დანტე ალეგიერისაგან)
2. სანამ დრო გაქვთ გამოიძინეთ. სწავლის დაწყებამდე ეცადეთ არ მიიღოთ კოფეინი, სემესტრის განმავლობაში რეკორდულ დოზის მიღება მოგიწევთ.
3. შეკითხვის გაჩენისას ამოწურეთ პასუხის მიღების ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ 127, 128, 129 და მონათესავე ოთახებს (წყალწაღებულისა და ხავსის ანალოგიით)
4. რაიმე საბუთის აღების მსურველებმა ჩაიცვით რკინის ქალამნები რადგანაც მიზნის მისაღწევად უკეთეს შემთხვევაში კორპუსის ოთხივე სართულის რამდენჯერმე შემორბენა, უარეს შემთხვევაში კი კორპუსებს შორის სირბილი მოგიწევთ.
5. ყოველთვის ატარეთ თან სათადარიგო მობილური ტელეფონი ბიბლიოთეკისათვის.
6. შეეგუეთ, რომ ბიბლიოთეკა შეხვედრების, კონფერენციების, პრეზენტაციებისა და მსგავსი ღონისძიებების ადგილია და არა სამკითხველო.
7. ხსენებული ღონისძიებებისაგან თავისუფალ დღეებში რეკომენდირებულია ბიბლიოთეკაში მიბრძანდეთ საკუთარი წიგნითა და სკამით. ( აბა რაღა აზრი აქვს მისვლას? მართალი ბრძანდებით, მაშინ იკითხეთ სახლში ან ტრანსპორტში)
8. მაღლივში გამოცდაზე მიბრძანდით საკუთარი წყლით. ( აპარატები იცოცხლე ბევრია, მაგრამ ცარიელი)
9. ნუ დაიწყებთ ყველაფერში ლოგიკის, კანონზომიერების ან უბრალოდ აზრის ძებნას. მაინც ვერ იპოვით. მაგ. საგანში ”სამართლის თეორია”. P.S. ამ საგანში ჩაჭრა ჩაჭრად არ ითვლება. ვინ არ ჩაჭრილა
10. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნუ შეშინდებით!

ჩვენი უნივერსიტეტი მაინც ყველაზე მაგარია

მირიან მეგრელიშვილი ©