ჯგუფური მეცადინეობა: უპირატესობა: სალაპარაკო ენის სწრაფი ათვისება, სიიაფე, გარანტირებული რეგულარობა
ნაკლი: მოსწავლეთა დონეების შეუთავსებლობა, მასწავლებლის ყურადღების განაწილება, მოუქნელი გრაფიკი.
ინდივიდუალური მეცადინეობა: უპირატესობა: მასწავლებლის მაქსიმალური ყურადღება, მოქნილი გრაფიკი,
ნაკლი: სიძვირე
დისტანციური სწავლება: უპირატესობა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოყენება (ელექტრონული წიგნები, ინტერაქტიული სავარჯოშოები აუდიო-ვიდეო და ლაივ მასალები), მოქნილი გრაფიკი,
ნაკლი: კომპიუტერულ ტექნიკაზე და ინტერნეტზე დამოკიდებულება
სალაპარაკო ინგლისურის სწავლა კარგია მცირე ჯგუფებში - მაქს. 6 კაცი - მინ. 2 კაცი. და ამ ჯგუფებშიც მოსწავლეთა შერჩევა უნდა იყოს სწორი. სხვადასხვა დონის, ასაკისა და მენტალიტეტის მოსწავლეების დასმა სწავლისთვის საზიანოა. ამ წესს ხშირად უგულებელყოფენ დიდი სასწავლო ფირმები და მხოლოდ "ფულის კეთებაზე" არიან გადასულები. მოსწავლე კი ხშირად ვერ იცდის და უნდა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სწავლა. დიდ ფირმებს კი მოსწავლის დაკარგვას ურჩევნიათ რამენაირად დაიჭირონ ეს მოსწავლე და სვამენ "შემთხვევით" ხალხთან, რაც საბოლოო ჯამში მაინც უკმაყოფილო მოსწავლის წასვლით მთავრდება. დიდ ფირმებს იმედი აქვთ რეკლამის და იმის, რომ დიდები არიან. ჯგუფებში მეცადინეობას აქვს ძალიან დიდი ნაკლი - თქვენ იძულებული ხართ არ ჩამორჩეთ ჯგუფს, რომელსაც აქვს სწავლის შეზღუდული ვადები.
ინდივიდუალური მეცადინეობა უფრო მისაღებია იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ მეცადინეობის მუდმივ ინტენსივობას და სისტემატიურობას. სტატისტიკით სკოლის მასწავლებლისთვის საქართველოში თითქმის არ არსებობს მოსწავლის მიერ ჩაუგდებელი სასწავლო კვირა. ასეთ პირობებში ინდივიდუალურად მეცადინეობა უფრო მომგებიანია მოსწავლისთვის.
დისტანციური მეცადინეობა 21-ე საუკუნის "ახალი ხილია". ბევრს არ ესმის ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობები და ამიტომაც სკეპტიკურად უყურებენ ამ მეთოდს. მე, როგორც დისტანციურ მასწავლებელს, ბევრი წვრილმანის გათვალისწინება მომიხდა წლების განმავლობაში. როცა კომპიუტერი ანდა ინტერნეტი არ იყო მწყობრში, ყოველთვის მქონდა სათადარიგოდ სწავლების "ძველებური მეთოდები". ასეთი სწავლების დროს ბავშვი (დიახ, ძირითადად ბავშვები) ეჩვევიან კომპიუტერის გამოყენებას სწავლის რეჟიმში. კიევ ერთი ნაკლია ის, რომ ყოველივე ახალი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბოლოოდ დაინერგება საზოგადოებაში.
სად ვისწავლოთ?ჯგუფური სწავლებისათვის შესანიშნავი ადგილია
"ელიტა-სკ".ეს ფირმა მოღვაწეობს 1988 წლიდან და საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს სწავლების ორიგინალური მეთოდებისა და გამოცდილი პედაგოგების წყალობით. ჯგუფში არის 4-6 მოსწავლე, რომლებიც სათანადო შემოწმების შემდეგ ჯდებიან შესაბამის ჯგუფში. სტანდარტულ HEADWAY-ის ტიპის მრავალდონიან კურსებთან ერთად, ფირმა გთავაზობთ გაძლიერებულ 3-დონიან სრულ კურსს დაჩქარებული მეთოდით. სწავლის საფასური საკამოდ ნორმალურია და მისაღებია უმეტესობისთვის.
ინდივიდუალური სწავლება შეგიძლიათ ნებისმიერ პედაგოგთან, თუკი იგი აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. კარგია თუ შემოგთავაზებენ "საცდელ ვადას", რათა თქვენ არ დაზარალდეთ მთლიანი საფასურის გადახდისას. როგორც წესი მე საცდელად ვაძლევ 5 გაკვეთილს, რის შემდეგაც მოსწავლე აფორმებს ძირითად ხელშეკრულებას 3 თვეზე. დარწმუნდით, რომ მასწავლებელი აუცილებლად შემოგთავაზებთ აუდიო-ვიდეო მასალებთან მუშაობას. უცხო ენის მხოლოდ წიგნებით სწავლა სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ (გამონაკლის შემთხვევაში მასწავლებელს უნდა ქჰონდეს კარგი გამოთქმა).
დისტანციური სწავლება ახალი ხილია. ჩემს პრაქტიკამდე იგი მხოლოდ "დახურულ" სასწავლებლებში იყო ხელმისახვდომი. ახალი მეთოდი კი ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, რომელსაც აქვს სურვილი იცხოვროს 21-საუკუნის ტექნოლოგიებით, დაზოგოს დრო და ფული, გაიორმაგოს სწავლის ეფექტურობა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით. ასეთ ადამიანებს გამოადგებათ ისეთი საიტები როგორიცაა
WWW.BAZROBA.INFO This post has been edited by Liosurg on 7 May 2008, 12:26