გამარჯობათ
მე გერმანისტი ვარ, ინგლისური ჩემი მეორე ენაა, კარგა ხანია მოწაფეებს ვამზადებ...
ახლა ამ თემას გადავხედე და მომინდა, უცხო ენის შესწავლის მსურველებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო
პირველ რიგში, მკაფიოდ განსაზღვრეთ, მოცემულ ეტაპზე რისთვის გჭირდებათ უცხო ენის შესწავლა... ეროვნული გამოცდები გაქვთ ჩასაბარებელი, საზღვარგარეთ მიდიხართ და ა. შ.
შემდეგ მონახეთ მასწავლებელი, რომელიც სწორედ თქვენი მიზნის ადეკვატურად გამეცადინებთ და არა ერთხელ შემუშავებული შაბლონური მეთოდით.
დასაწყისში ნებისმიერ კურსებს კერძო მასწავლებელთან ინდივიდუალური მეცადინეობა სჯობია. არ არის აუცილებელი ეს მასწავლებელი ენის ბრწყინვალე სპეციალისტი იყოს, მაგრამ ის უნდა იყოს კარგი პედაგოგი, რომელიც აქტიურად დაგასწავლით, ვთქვათ, წინადადების სტრუქტურას, ზმნის დროებს, ყველაზე გამოყენებად ლექსიკას....
შემდეგ მონაცვლეობის მეთოდით ვმოქმედებ ხოლმე.
რაღაც პერიოდი "კლასიკური" სწავლება - ტექსტების გარჩევა-მოყოლა, სიტყვებისა და ფრაზების დაზუთხვა, მრავალრიცხოვანი სავარჯიშოები...
შემდეგ ინტერაქტიული მეთოდი - აუდირება, ტექსტების მოსმენა-გარჩევა, ამა თუ იმ თემაზე საუბარი, ინფორმაციის მოძიება, ჟურნალ-გაზეთების კითხვა, კროსვორდები და ა. შ.
ეს ორი მეთოდი ხან ერთი მეორეს მიჰყვება, ხან პარალელურად მიდის. მოწაფეს გააჩნია...
შემდეგ, ჩვეულებრივ, ეფექტურია კურსები. მოწაფეს უკვე აქვს ლექსიკა- გრამატიკაში საბაზისო ცოდნა, აქვს სამეტყველო ჩვევები, ასეა თუ ისე ახერხებს საკუთარი აზრის გადმოცემას. ახლა თანამოსაუბრეები და პრაქტიკა სჭირდება....
ისე, რომ აუცილებელი არ არის, ერთი "უნივერსალური" მასწავლებლის ან კურსების მოძიება. მათი მონაცვლეობა გაცილებით "ეფექტურია"