ბოლო დროს აქტიურად დავინტერესდი ინგლისურის ხარისხიანად შესწავლით და გეზი სხვადასხვა ენის შემსწავლელი ცენტრებისკენ ავიღე

ნუ ამ ძიებაში მომიწია რამოდენიმეს გავცნობოდი და წარმოდგენა შემქმნოდა ამა თუ იმ მეთოდზე, ვიცი რომ ბევრი დაინტერესებულია CALLAN –ს მეთოდით და შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები .
თუ ვინმეს გსურთ ინგლისურის შესწავლა CALLAN–ის მეთოდით, შეისწავლეთ მხოლოდ ''ბრიტანულ ცენტრში''.
http://britishcentre.ge/ თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად არის ინგლისური ენის სრულყოფილად შესწავლის გარანტი CALLAN –ის მეთოდი, მაგრამ საგრძნობლად დაგეხმარებათ ლაპარაკის დროს, კომპლექსის მოხსნასა და წინადადების სწორი კონსტრუქციების შესწავლაში და გაიუმჯობესებთ მეტყველებას, რადგან მეთოდი ძირითადად დაფუძნებულია მეტყველებაზე. ამასთან ერთად არის ძალიან მეგობრული გარემო და ნამდვილად სასიამოვნოა იქ სწავლა

) მე დავდიოდი დაახლოებით 3 თვე და კმაყოფილი ვარ, თუმცა წერითი უნარების გაუმჯობესების მიზნით არ გამიგრძელებია ბოლომდე. ახლა გავიგე, რომ ლონდონის ქალანის სკოლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
რაც შეეხება იმას, რატომ მიმაჩნია, რომ CALLAN-ის მეთოდით უმჯობესია, ''ბრიტანულ ცენტრში'' სწავლა, განაპირობა სხვა ინგლსიური ცენტრის მიერ შემოთავაზებულმა CALLAN–ს მეთოდმა

მოკლედ, ინგლისურის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით კვლავ ვაგრძელებდი ძიებას და ვეცნობოდი ამა თუ იმ სასწავლო ცენტრებს, ვიღებდი ინფორმაციას მათი საიტებიდან. ერთ–ერთი ასეთი არის ''Cambridge House'', ამ ცენტრმა უხვი რეკლამებით მიმიზიდა

)) მოკლედ გთავაზობენ, რომ CALLAN–იდ მეთოდთან ერთად ისწავლება სხვადასხვა საგნები, გრამატიკა, ლიტერატურა, speaking, ბრიტანეთის ისტორია, ვიდეო გაკვეთილები და ა.შ. დანარჩენს საიტზეც იხილავთ თუ დაგაინტერესათ. მოკლედ მოვიხიბლე ამ ყველაფრით და დავიწყე სწავლა. ''Cambridge house''-ს CALLAN –ის მეთოდი, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ მეთოდისგან, რაც ისწავლება ''ბრიტანულ ცენტრში''. ''ბრიტანულ ცენტრში'' სწავლის დროს სწავლება მიმდინარეობს მეთოდის სრული სიზუსტის დაცვით, (მეთოდის შესახებ წიგნის დასააწყისშიც არის საუბარი) არანაირი გადაშლილი წიგნი და კითხვა გაკვეთილის მსვლელობის დროს, გამეორების და მასწავლებლის დახმარების შედეგად სტუდენტი ითვისებს იმის მაქსიმუმს, რაც მეთოდით არის გათვალისწინებული თითოეულ გაკვეთილზე. Cambridge House-ში გაკვეთილის დროს, სავსებით მისაღებია საკმაოდ მაღალ დონეზეც კი, კითხვა და არა ლაპარაკი

)) მაშინ როცა სავალდებულოა, წინადადებების წიგნის დახმარების გარეშე წარმოთქმა. თვითონ წიგნიც კი, ორიგინალის მაგივრად ინტერნეტიდან ამობეჭდილი მომცეს, დისკის გარეშე. ამასთან ერთად აქცენტი კეთდება ამერიკულ ინგლისურზე, მე მიმაჩნია, რომ თუნდაც იმიტომ, რომ ცენტრი იყენებს დიდი ბრიტანეთის წარმატებული უნივერსიტეტის სახელს, არ უნდა ასწავლიდეს ამერიკულ ინგლისურს. ლიტერატურა–ამერიკული, იდიომები–ამერიკული, speaking თავისთავად

)) ის კი არა, დადეს ინფორმაცია რომ მოწვეული ჰყავდათ ''ბრიტანელი'' მასწავლებელი, რომელიც რეალურად აღმოჩნდა ამერიკელი

მე არანაირად არ ვარ წინააღმდეგი ამერიკელების ან მათი ინგლისურს, თუმცა მომხმარებელი ირჩევს და არ უნდა მოხდეს შეცდომაში შეყვანა.
ახლა დავდივარ ''ლონდონის ინგლისური ენის სკოლაში'',
http://londonschool.ge/index.php ეს სკოლა მიეკუთვნება ერთ–ერთი წარმატებული ინგლისური ენის სკოლის The london School of English -ის სკოლათა ქსელს.
http://www.londonschool.com/ ძალიან კმაყოფილი ვარ, გაკვეთილები არის საკმაოდ მრავალფეროვანი, ვიუმჯობესებ როგორც სიტყვათა მარაგს, ამავდროულად მეტყველებას, გრამატიკას, წერით და სმენით უნარებს, ვეცნობი სხვადასხვა ინფორმაციებს რაც სასწავლო წიგნში არის მოცემული, სხვადასხვა თამაშების საშუალებით უფრო აქტიუარდ ვერთვები პროცესში და არანაირად არ არის საჭირო დამატებითი საგნები და ა.შ. ბევრად უფრო მეტი, თავმოყრილია წიგნში, რაც სხვაგან, ცალკე საგნებად იყო შემოთავაზებული. ბოლო ეტაპამდე აქ ვაპირებ ყოფნას. და რა თქმა უნდა ისწავლება ბრიტანული ინგლისური

)) მოკლედ, მგონი უმჯობესია, ჯერ გავერკვეთ რა მეთოდით გვინდა სწავლა და მერე იმ მეთოდის ხარისხიანად შემოთავაზებაში დავრწმუნდეთ.

არ გამოვრიცხავ, CALLAN–ის მეთოდით ერთი ეტაპი კვლავ გავიარო მომავალში ''ბრიტანულ ცენტრში'', სწავლა ცუდი არასდროს არ არის, არც ზედმეტი, მთავარია როგორ გასწავლიან , ან სწავლობ.