გამარჯობა ლიზა,
თვითონ ფრანგები ამბობენ რომ Subjonctif-ს უფრო ალღოთი უნდა მიუდგე ვიდრე წესებით. მე მგონია რომ ეს მიდგომა სწორია, იმიტომ რომ მარტო წესებით მაგისი სწავლა კონკრეტული გამონათქვამების, ზმნების და ზმნიზედების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალის ზუთხვას ნიშნავს, რაც პირადად ჩემთვის საკმაოდ ძნელია და არც მხიბლავს(თუმცა არ იქნებოდა ურიგო

).
Le subjonctif არის ზმნის ერთ-ერთი კილო, რომელიც გამოხატავს როგორც შესაძლო მოქმედებას(ანუ აღწერს იმ მოქმედებას, რომლის სინამდვილეში მოხდენაც საეჭვო, სათუოა. მაგ: Il est possible qu'il soit en retard=მან შეიძლება დაიგვიანოს), ასევე სურვილს(მაგ: Que Dieu le veuille !=ღმერთმა ინებოს!). Le subjonctif -ს აქვს ოთხი დრო: le présent, le passé, l'imparfait et le plus-que-parfait. აქედან მხოლოდ პირველი ორი გამოიყენება სამეტყველო ენაში. დანარჩენი ორი ტექსტებში გამოიყენება და მათი ცოდნაც საჭიროა რომ სადმე რომ შეგხვდეს არ დაიბნე.
Le subjonctif-ისგან განსხვავებით l'indicatif (თხრობითი კილო) რეალურ მოქმედებებს აღწერს. მაგ: Il est en retard=მან დაიგვიანა. Il partira demain matin=ის ხვალ დილით გაემგზავრება.
დამოუკიდებელ წინადადებებში Le subjonctif-ი შეიძლება გამოხატავდეს:
ბრძანებას(თუმცა ფრანგულ ენაში ბრძანებით კილოს მესამე პირი არ გააჩნია):
Qu'il vienne !- მოვიდეს ის!
(მე ვიტყოდი რომ ეს ბრძანება კი არა სურვილია, რომელიც ბრძანებას გავს.)
სურვილს:
Que Dieu te benisse ! = ღმერთმა დაგლოცოს!
შორისდებულის მნიშვნელობაც შეიძლება ქონდეს:
Moi, que j'y aille !-მე იქ წავიდე! (რაა?! რას მელაპარაკები?! რომ მე იქ წავიდე?!)
Le subjonctif-i გამოიყენება ასევე დამოკიდებულ წინდადებებში რომლებიც გამოხატავს:
*დროს:
J'attendrai jusqu'à ce qu'il ait terminé. (Subjonctif passe) მე დავიცდი მანამდე სანამ ის დაამთავრებდეს.
Je rentrerai avant que tu ne reviennes. (Subjonctif present) მე დავბრუნდები მანამ სანამ შენ დაბრუნდებოდე.
(მე ვცდილობ ისეთი თარგმანები მივუწერო ამ მაგალითებს რომ რამდენადაც შესაძლებელია გასაგები გახდეს subjonctif-ის მნიშვნელობა. ამიტომაც შესაძლოა ეს თარგმანები ქართულად მაინც და მაინც გამართული aრ იყოს.)
*მიზეზს; აქ subjonctif-ი გამოიყენება იმ დროს, როცა მიზეზი უკუგდებულია ან მისი ალტერნატივაა შემოთავაზებული:
Il a réussi parce qu'il a travaillé. : indicatif(თხრობითი)- მან წარმატებას მიაღწია იმიტომ რომ იმუშავა
Il a réussi non qu'il ait travaillé mais il a eu de la chance. : subjonctif - მან წარმატებას მიაღწია არა იმიტომ რომ იმუშავა, არამედ იმიტომ რომ გაუმართლა: აქ მიზეზი უკუგდებულია
Il a réussi soit qu'il soit chanceux soit qu'il ait travaillé. subjonctif -მან წარმატებას მიაღწია ან იმიტომ რომ გაუმართლა, ან იმიტომ რომ იმუშავა:ალტერნატივა.
* შეზღუდვას ან დაპირისპირებას:
Bien que Pierre soit venu, je suis sortie. -თუმცა პეტრე მოვიდა, მე(ქალი ამბობს) მაინც გავედი. Subjonctif- რადგან პეტრეს მოსვლის გამო მე უნდა დავრჩენილიყავი. აქ რაც მოხდა და რაც უნდა მომხდარიყო, მათ შორის აცდენას აქვს ადგილი და ამიტომაც გამოიყენება Subjonctif.
Subjonctif-ი გამოიყენება დამოკიდებულ წინადადებაში მაშინ როცა ადგილი აქვს შესაძლებლობათა რაოდენობის შეზღუდვას:
J'aimerais des élèves qui soient attentifs.-Subjonctif-ვისურვებდი ყურადღებიან მოსწავლეებს. (მოსწავლე ბევრია, თუმცა ყურადღებიანი ყველა არ არის)
Je cherche une armoire qui ait trois portes.-Subjonctif-მე მინდა კარადა, რომელსაც სამი კარი ექნებოდა. (ყველა კარადა სამკარიანი არ არის)
აქ მხოლოდ მცირე ნაწილია Subjonctif-ის წესების, რაც იმედი მაქვს ოდნავ მაინც დაგეხმარება იმაში რომ გარკვეული წარმოდგენა შეგექმნეს Subjonctif-ზე. ასე რომ კითხვების დასმა
არ მოგერიდოს

ეს ბმულებიც ნახე(სავარჯიშოებიც ახლავს):
http://www.francaisfacile.com/exercices/ex...ncais-25454.phphttp://www.francaisfacile.com/exercices/ex...ncais-98954.phphttp://www.polarfle.com/exercice/avsubjind.htm This post has been edited by o_t_a_r on 15 Nov 2013, 13:23