meluzi

გამარჯობა
ესეიგი ღრმა ახალგაზრდობაში მაქვს ჩაბარებული ა2 ანუ 2 წლის წინ როცა ჯერ კიდე სიცოცხლით სავსე ადამიანი ვიყავი

და ძალიან მარტივი იყო

არ შეგეშინდეს არაფრის
პირიქით რაც უფრო გახსნილი იქნები უკეთესია შენთვისაც და ჟიურისთვისაც
პირველი ნაწილი იყო ინტერვიუ
ანუ
შენზე უნდა მოგეყოლა ვინ ხარ რა გიყვარს რას საქმიანობ და მსგავსი ბანალური კითხვები და თემები
ჯერ შენ მოყვები და მერე თუ რამე დააინტერესებთ გკითხავენ
მეორე ნაწილი იყო თემა
ანუ აიღებ ორ თემას და აარჩევ ერთს
მაგალითად მე ავირჩიე "რომელი ჟანრის მუსიკა გიყვარს და რატომ"
და მესამე იყო უკვე სიტუაცია
გეტყვი ჩემი დავალება რაში მდგომარეობდა
ვითომ მინდოდა გადამეხადა დაბადებისდღე და მივედი რესტორნის მენეჯერთან და იქ ფურცელზე იყო რაღაც ინფორმაცია მოცემული
მე ვეუბნებოდი ეს რაღირს ის რაღირს
ჟიურის ამ დროს ჰქონდა მენეჯერის ფუნქცია
თუ მეტყოდა რაღაცას და ვთქვათ ფასი არ მომეწონებოდა ვეუბნებოდი ეე რა ძვირია ღმერთო ჩემო

და თვითონაც მპასუხობდა კარგი ხარისხია და რა გინდა

მთავარია არ გაჩერდე
მგონია რომ პაუზები არ არის საჭირო
აქტიური პოზიცია გეჭიროს საუბრის დროს

იმედი მაქვს ისეთივე წარმატებით ჩააბარებ როგორც მე 88,5 მივიღე

და მაგაზე მეტს გისურვებ