ATABAGIსად ერთი რომ ზიხარ წყნარად და ლამაზად და სად 20 კაცი, რომ ზის.. აურ-ზაურში ან გაიგებ რამეს ან არა. ფრანგული ენა ადვილი არ არის, ინგლისურს როგორც სწავლობენ 1 კვირაში, ისე კი არაა.. ხოდა ჩემი აზრით ნოლიდან თუ იწყებს ადამიანი, კერძო ჯობია.
თუ აქვს იმის საშვალება უყუროს ტელევიზორში ფრანგულ არხებს ძალიან დაეხმარება - ბევრი ფიქრობს, რომ სისულელეა, მაგრამ ბევრს ნიშნავს, როცა ყური მიეჩვევა ენას.. კარგია, როცა გაარჩევ წინადადებაში სიტყვებს, რომელი სიტყვა როდის მთავრდება.
აი, როცა ცოტა აზრზე მოხვალ უკვე კარგია დიუმას ცენტრი ან ჯგუფი.. ისაუბრებ ფრანგულად სხვებთან ერთად..
მე ვიცი რა დონეც არის დიუმას ცენტრში.
7 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ.. ხოდა ერთხელ ჩამოვედი საქართველოში და ისეთი დრო დაემთხვა, რომ დიუმაში იყო DALF-ის ტესტი.. და ვიფიქრე მოდი გავალ თქო.. და ავიღე დიპლომი.
შემდეგ ვთხოვე ადმინისტრაციას, თუ შეიძლება დავესწრები გაკვეთილს, მაინტერესებს როგორ სწავლობენ აქ თქო და დავესწარი.. მე დავესწარი DALF-ის დიპლომზე ვინც ემზადებოდნენ.. ენა იცოდნენ, მაგრამ აქცენტი ქონდათ უშნო და შეცდომებსაც უშვებდნენ რაღაც მომენტებში წინადადების ჩამოყალიბების დროს.. საერთო ჯამში არაუშავდა.. მომეწონა..
მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული.. მე ვიცი რომ ფიფია არავის უყვარს, მაგრამ ყველაზე მაგრად ასწავლის, გასაგებად ხსნის და სწრაფად გადის გაკვეთილებს

ზოგი კი ნელა.. ამიტომ გააჩნია ვინ შეხვდება.. აქედან გამომდინარე ჯობია ჯერ კერძოდ, ოღონდ ფრანგული ენის მცოდნე და არა ისეთი ვინც 1 წელი სწავლობდა ფრანგულს საფრანგეთში და ჩამოვდა თბილიში და დაიწყოს სხვაზე სწავლება.
რა ვიცი სხვა.. აწი თვითონ იცის.. მე ვურჩიე და ვალდებული არავინ არ არის გაითვალისწინოს..