თითოერულ უნივერსიტეტს თავისი კრიტერიუმი აქვს

მაგრამ აუცილებელი და პირველადი მოთხოვნაა სასწავლო ენის მაღალ დონეზე ფლობა

მაგის გარეშე სულ რომ აინშტაინი იყო, არ მიგიღებენ

თუ ინგლისურენოვანია, როგორც წესი ან toefl ან IELTS-ს ითხოვენ.
მე toefl არ ჩამიბარებია და არ ვიცი რამდენს ითხოვენ ხოლმე, მაგრამ IELTS-ში საშუალოდ ითხოვენ 6.5 ქულას, შედარებით ძლიერი უნივერსიტეტები 7.0, ხოლო ინგლისში ზოგს 7.5-იც აქვს მოთხოვნა (სულ არის 9.0 მაქსიმუმი, რომელიც არამგონია ვინმემ საერთოდ მიიღოს, ნუ მე არ გამიგია, ყოველ შემთხვევაში).
ხო, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია კიდევ ნიშნები. რაც უფრო მაღალი გაქვს, მით უფრო მეტი შანსი გაქვს მოხვედრის, დაფინანსების მიღებაზე ხომ არაფერს ვამბობ.
კიდევ, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, ან იესემის ან კავკასიის ბიზნეს სკოლის, კიდევ უფრო გაგიმართლა, იმიტომ რომ მათ დიპლომებიც და დიპლომების დანართებიც ინგლისურადაც აქვთ და ევროპული, საკრედიტო სისტემის შეფასების მიხედვით არის შედგენილი, რაც უფრო უადვილებს უცხოეთის უნივერსიტეტს შეაფასოს შენი სწავლის რეალური დონე

რეკომენდაციები - აუცილებელი პირობაა და უნივერსიტეტისთვის ისევ საუნივერსიტეტო რეკომენდაციები ჯობია, ანუ შენი სასწავლებლის მიერ გაცემული, ვიანიდან უნივერსიტეტს ნაკლებად აინტერესებს შენი პროფესიული წარმატება, მას შენი აკადემიური მიღწევები აინტერესებს

თან ისიც გაითვალისწინე, რომ რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებიც უნდა მიუთითო, ვინაიდან შეიძლება გადაამოწმონ

მეტი რა გითხრა, კიდევ სამოტივაციო წერილი უნდა გქონდეს მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული და არასტანდარტული

ჩემს შემთხვევაში გაჭრა

კიდევ უამრავი მოთხოვნებია, მაგრამ ესენი ძირითადია და დანარჩენები კი უფრო სპეციფიკურია, უნივერსიტეტების მიხდვით განსხვავდება.
მე მაგალითად ჩემი საბუთები 3 სხვადასხვა უნიში გავაგზავნე და სამივეში ჩავირიცხე და სამივედან მივიღე ნომინაცია სტიპენდიაზე, მაგრამ, ცხადია, ავირჩიე მხოლოდ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა

შენც წარმატებებს გისურვებ