ვაიმე, მეც გაჭირვებული პოტენციური მაგისტრანტი ვარ ამ ფაკულტეტის და რაღაც ვერ გავიგესავით მენქიუს პრინციპებში, იქნებ გამინათოთ გონება.
194 გვერდზე წერია შემდეგი - ბაზარზე რესურსების ეფექტიანი განაწილება მაშინ ხდება, თუ ეს განაწილება მყიდველების და გამყიდველების მთლიანი დანაზოგის მაქსიმიზაციას ახდენს (კი ბატონო, გავიგე), მოცემულია მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები, მოთხოვნის მრუდი მყიდველთა გადახდისთვის მზადყოფნას ასახავსო, მიწოდების კი - გამყიდველთა დანახარჯებს. მათი გადაკვეთის წერტილში, ანუ წონასწორობის დროს, რაც ბაზრის ეფექტიანობას ნიშნავს, გამყიდველთა დანახარჯები მყიდველთა გადახდისთვის მზადყოფნის ტოლიაო და ვერ გავიგე რატოა ეს მდგომარეობა კარგი. თU გამყიდველი საქონელს დანახარჯების ტოლ ფასად გაყიდის ხო ნულოვანი მოგება ექნება. მყიდველთა გადახდისთვის მზადყოფნა ხო დანახარჯზე მეტი უნდა იყოს და ამათ შორის სხვაობა მოგების სახით დარჩება გამყიდველს