ახლა გადავხედე პოსტებს. როგორ ჩანს ბევრ ადამიანს სურს განალების მიღება უცხოეთში. იმისათვის რომ განათლება უცხოეთში მიიღოთ დაგჭირდებათ შემდეგი რამის გაკეთება.
1. აუცილებლად უნდა ფლობდეთ იმ უცხოურ ენას, რომელ ენაზეც მოგიწევთ ამა თუ იმ საგნის შესწვლა უცხოეთში არსებულ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში.
2. უნდა შეამოწმოთ იმ სასწავლებლის საიტები რომლებიც ნებას რთავს გახდნენ სტუდენტები იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც არ შედის ევრუპაში.
3. სასწავლებელში მოითხოვება გარკვეული სახის გამოცდის ჩაბარება რათა დარწმუნდნენ რამდენად კარგად ფლობთ იმ ენას რა ენაზეც სასწავლებელში მოგიწევთ სწავლა.
4. აუცილებლად უნდა შეამოწმოთ იმ სასწავლებლის ვებსაიტზე სასწავლო თანხის ღირებულება, არაევროპული ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რადგან ზოგ შემთხევევაში (დახშირ შემთხვევაში ასეა) იმ ქვეყნის მოქალაქეებს რომლებიც ევროპულ ქვეყნებს არ მიეკუთვნებიან, სასწავლო გადასახადები გაცილებით მაღალია ვიდრე მათთვის ვინც ევროპის მოქალაქეებს წარმოადგენენ.
5. იმისათვის რომ ქვეყნიდან გასვილ უფლება, და იმ ქვეყანაი შესვლის, ანუ სტდენტური (სასწავლო) ვიზის აღება შეძლოთ, აუცილებელია საკონსულოში შეძლოთ ნამდვილი საბუთებით დაადასტუროთ რომ შეგიძლიათ გადაიხადოთ სწავლის ხარჯები, იქნება ის პირადი ჯიბიდან თუ სპონსორის დახმარებით. ისინი ვინც გაყალბებული ან "ჩაწყობილი" საბუთებით შეეცდება ვიზის მოხვეჭას, ნალები შანსი ექნება საკუტარი მიზნების მისაღწევად.
6. როცა შეარჩევთ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ სასწავლებელს და დაზუსტებით გეცოდინებათ რა გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ ვიდრე სასწავლებელში ჩაირიცხებით გმართებთ შემდეგი ნაბიჯების გაკეთება:
ა) მიმართოთ იმ ქვეყნის საკონსულოს რომელ ქვეყანაშიც აპირებთ განათლების მიღებას.
ბ) საკუნსულოში სწორი ფორმა შეარჩიოთ, რომლის შევსების საფუძველზე საკონსულოს მიეცემა საშუალება ნება დაგრთოთ ქვეყანაში შესვლისა და განათლების მისაღებად სასწავლო (სტუდენტური) ვიზის მოცემა.
გ) ფორმის შევსებისას, არცერთ შემთხვევაში არ შეეცადოთ არასწორი ინფორმაციის ან არარეალური საფუთის მიცემას.
თუ ნამდვილად განათლების მიღება გსურთ და არა უბრალოდ ქვეყნიდან გასვლა და უცხოეთში "ცხოვრება", ძალიან ნაკლები შანსია საკონსულოებმა უარი განგიცხადონ, ცხადია გამონაკლისები არსებობს, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში, საკუნსულოები დაგისახელებენ მიზეზს ან მიზეზებს თუ რატომ არ მოგცათ "ვიზა", ანუ თქვენს მიერ შერჩეულ სასწავლებელში და ქვეყანაში გამგზავრების უფლება.
ჩემი გულწრფელი რჩევა იქნებდა:
ნუ შეეცდებით საკონსულოს მოტყუებას ამა თუ იმ სახით, თუნდაც უმნიშვნელო რამ იყოს! (ტყუილს ხომ იცით მოკლე ფეხი აქვს

)