JoRjIk@შენთვის საინტერესო თემაა
თავისუფალი უნივერსიტეტი 2010 - 2011 სასწავლო წლისათვის აცხადებს კონკურსს საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ თავისუფალ უნივერსიტეტში გადმოსვლა და საუკეთესო განათლების მიღება.
კონკურსის შედეგებით საუკეთესო სტუდენტები დაჯილდოვდებიან სასწავლო გრანტებით.
საკონკურსო ადგილების მაქსიმალური რაოდენობა
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა - 6 ადგილი
ბიზნესის სკოლა (ESM) - 12 ადგილი
სამართლის სკოლა - 10 ადგილი
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი - 5 ადგილი
სულ: 33 ადგილი
როგორ გავხდე კონკურსის მონაწილე?
მობილობის უფლების მოპოვებისა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობის უფლების მიღებისათვის 1 ივლისიდან 30 ივლისამდე უნდა გაიარო ელექტრონული რეგისტრაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეგისტრირებული ადგილები ფაკულტეტების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
გაქვს ხუთი არჩევანის გაკეთების უფლება. ყურადღება მიაქციე არჩევანის თანმიმდევრობას - პრიორიტეტი ენიჭება სტუდენტის მიერ პირველი ნომრით რეგისტრირებულ არჩევანს.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მიიღებ მონაწილეობას თავისუფალი უნივერსიტეტის კონკურსში - კონკურსის შედეგებზეა დამოკიდებული, მიიღებ თუ არა თავისუფალ უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლებას.
დამატებითI ინფოსთვის:
http://freeuni.edu.ge/index.php?m=487