დედაქალაქის 156 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დაიწყება. თბილისის მერიისა და განათ-ლების სამინისტროს ერთობლივი გადაწყვე-ტილებით დარჩენილ 20-25 სკოლაში, სადაც დევნილები იმყოფებიან, მოსწავლეები სხვა საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან და მეორე ცვლაში ისწავლიან.
თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ საჯარო სკოლებსა და ბაღების ადმინისტრაციებს შორის მემორან-დუმის გაფორმებაზეც ისაუბრა, რომელიც 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, სკოლებში სპეციალური ადგილების მოწყობას შეეხება.
"სექტებრის დადგომასთან ერთად დედა-ქალაქში სასწავლო პროცესის დაწყების სა-კითხი აქტუალური გახდა. რუსეთის აგრესიამ გვაიძულა სწავლის დაწყებაში კორექტურა შეგვეტანა. დღეისათვის თბილისში 30 ათასი დევნილი იმყოფება. მათი უმრავლესობა სკოლებში და ბაღებში განთავსდა. მიუ-ხედავად ამისა, სწავლის დაწყება არ შეფერხდება. 1 ოქტომბრამდე ყველა საჯარო სკოლა თავის საქმიანობას შეუდგება. 20 სკოლა სადაც დევნილები ცხოვრობენ დროებით მეზობელ სკოლებში გადაინაც-ვლებენ, შენობას კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. მერიის ინიციატივით ამ სკოლების მოსწავლეების გადაადგილებას ჩვენი ავტობუსები უზრუნველყოფენ." - გიგი უგულავა – თბილისის მერი.
დედაქალაქის მერიისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით საბავშო ბაღებში შიდა ქართლიდან დევნილები მანამ დარჩებიან სანამ მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება არ მოგვარდება. აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო პერსონალი კი ანაზრაურებას შეუფერხებლად მიიღებს. გიგი უგულავას განცხადებით, სახელმწიფომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების პრობლემა გაითვალისწინა და სკოლების ბაზაზე საბავში დღის ცენტრების გახსნის ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.
სწავლის დაწყებასთან ერთად საჯარო სკოლებში გადანაწილებული ბაღებიც ჩვეუ-ლებრივ განაახლებენ ფუნქციონირებას.
"თბილისში 40 ათასამდე ბავშვი ბაღის მოსწავლეა. თანამოქალაქეების ბაღების გარეშე დარჩენა წარმოუდგენელია. სოცია-ლურად დაუცველი ოჯახების პატარები სახელმწიფო ბაღების მოსწავლეები არიან. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს პრობლემა და სკოლების ბაზაზე საბავშო დღის ცენტრების შეიქმნება. პატარების კვებით და ინვენტარით უზრუნველყოფა ჩვეულებრივ განხორ-ციელდება." - მაკო ჭოღოშვილი – მერიის სოციალური მომსახურებისა და განათლების განყოფილების უფროსი.
საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს კი 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე სწავლის დაწყების ინდივიდულაური გადაწყვე-ტილების მიღების უფლება გადაეცათ.
წყარო:
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...4&info_id=13749