ნიკების კოპირება მეზარება, ვინც დააფიქსირეთ თქვენი შემართების მდგომარეობა.
აბა თქვენკიარადა , ჩვენ ვიცით.
სიმართლე გითხრათ მე არ ვნერვიულობ. მე უფრო იმაზე ვფიქრობ რასაც რეალურად ვიმსახურებ ის ქულები ავიღო და რამემ არ შემიშალოს ხელი, თორემ ჩემს ფაკულტეტზე , რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ წელს ძალიან დაბალი ქულები გავა...
ყველას გირჩევთ არ დაიძაბოთ.
ხო, რჩევები:
გამოცდაზე შესვლის წინ ალბათ ნახავთ თქვენს მეგობრებს, კლასელებს ( ყოფილს უკვე ) , მშობლებს, ახლობლებს.... 1 ოქროს წესია, არანაირი აჟიტირება! ცივი გონებით... ზედმეტი არც ლაპარაკი გინდა არც სიცილი, სიცილი მითუმეტეს უფრო დაიძაბებით... ყველაფერს ცივად შეხედეთ და არ იფიროთ რომ რამე მნიშვნელოვანი ხდება. + შეიძლება არ იყოთ მაგრამ ზრდილობის გამო იძახოთ : "ვაიმე" "ვაი" და ასეთი რამეები.. რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ.
თუ ზედმეტი ფიქრები შემოგაწვათ, თავის დასამშვიდებლები:
1) სულ რომ ვერსად ჩააბაროთ , ამით ცხოვრება არ მთავრდება... შეიძლება უფრო საინტერესოდაც გაგრძელდეს თქვენი ცხოვრება.
2) გინდ ჩააბაროთ , გინდა არა , სულერთია 2 წლის მერე, წარსულში გადახედვისას ეს ფაქტი უბრალოდ ერთი ნაბიჯი იქნება თქვენს ცხოვრებაში.
...
ანუ, რაც შეიძლება ცივად და პრიმიტიულად იაზროვნეთ ( თვითონ გამოცდაზე არა ოღონდ

)
რავი, თუ გამოგადგათ... ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს ასეთი აზროვნება.

+ მარტო ეს არ გეგონოთ ოღონდ, ტესტებშიც საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს და ამიტომ ვარ მშვიდად.