Beren_Perianგაგიმარჯოს!
მაგ განყოფილებაში ორი .pdf და აქვე დგიკოპირებ .
1
დამტკიცებულია თსსა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
2008 წლის 5 ნოემბერი, ოქმი #17
თსსა შიდა (ფაკულტეტებს შორის) მობილობის დებულება
1. ყოველი სემესტრის დასაწყისში თსსა ფაკულტეტებზე რეგისტრირდება შიდა მობილობისათვის განკუთვნილი ადგილების ვაკანსიების რაოდენობა კურსების მიხედვით. ეს პროცედურა ითვალისწინებს დეკანის მიერ მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი ადგილების ოფიციალურად დარეგისტრირებას ფაკულტეტზე არსებული აუცილებელი სასწავლო რესურსის (შესაბამის კურსზე სტუდენტების საერთო რაოდენობა, სასწავლო ფართი, სხვა მატერიალური რესურსი) მითითებით.
2. გადასვლის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს სტუდენტის მიერ რექტორის სახელზე დაწერილი და კანცელარიაში გატარებული განცხადების მეშვეობით. განცხადებების რეგისტრაცია მოხდება ზამთრის ან ზაფხულის სესიის დასრულების შემდეგ და შეწყდება მომდევნო სემესტრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს დეკანის ხელმოწერით დადასტურებულ ინფორმაციას სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (ინფორმაცია მის მიერ აღებული კრედიტების თაობაზე). განიხილება მხოლოდ იმ სტუდენტთა განცხადებები, რომელთაც აკადემიური დავალიანება არ გააჩნიათ (ანუ არა აქვთ აუღებელი კრედიტები).
4. მიმღებ ფაკულტეტებს გადასვლის მსურველთა განცხადებები დაეგზავნება რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.
5. ფაკულტეტის საბჭო მსჯელობს მიღებული განცხადებების თაობაზე და ნიშნავს გამოცდას/გამოცდებს იმ საგანში, რომელსაც მიიჩნევს პრიორიტეტულად.
6. გამოცდის თარიღის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა.
7. მიღებული შეფასება წარმოადგენს სასურველ ფაკულტეტზე გადასვლის წინაპირობას ვაკანტური ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით.
8. თსსა ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე გადასვლა ფორმდება მიმღები ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, რასაც თან ახლავს საგამოცდო კომისიის მიერ ხელმოწერილი უწყისი.
9. დეკანის წარდგინების საფუძველზე რექტორის შესაბამისი აქტით (ბრძანებით) ფორმდება სტუდენტის გადასვლა ახალ ფაკულტეტზე.
2
დამტკიცებულია თსსა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
2008 წლის 5 ნოემბერი, ოქმი #17
აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის და საგნის ხელმეორედ გავლის პროცედურა
1. ყოველი სემესტრის ბოლოს დეკანატები ადგენენ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტთა სიას.
2. საგნების მიხედვით დაჯგუფებული სტუდენტებისათვის დგება ცხრილი მეცადინეობის ჩატარების კონკრეტული დროის, აუდიტორიის და პედაგოგის გვარის მითითებით. ფაკულტეტებს შორის კოორდინაციას ახორციელებს ფაკულტეტების ხარისხის სამსახურები თსსა ხარისხის სამსახურთან შეთანხმებით.
3. თსსა წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ერთი კრედიტის ღირებულება განისაზღვრა 25 ლარით. სტუდენტის მიერ თსსა ანგარიშზე გადაირიცხება ხელმეორედ გასავლელი საგნის ღირებულება მისთვის მინიჭებული კრედიტის მიხედვით (25 კრედიტზე). ამის შემდეგ, ფაკულტეტის დეკანის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სტუდენტი ოფიციალურად დაიშვება ლექციებზე.
4. განმეორებითი სალექციო კურსის წასაკითხად პედაგოგს ნიშნავს ფაკულტეტის საბჭო
5. საკონტაქტო საათების რაოდენობა მოწმდება საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობასთან შესაბამისობით.
6. პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვრება საათში მინიმუმ 6 ლარის ტარიფით. სტუდენტთა რაოდენობიდან გამომდინარე ფაკულტეტი თავად განსაზღვრავს დამატებითი ანაზღაურების ოდენობას.
შენიშვნა: სტუდენტი არ არის ვალდებული აკადემიური დავალიანება დაფაროს აუცილებლად მომდევნო სემესტრში. თავის მხრივ, თსსა ადგენს სასწავლო პროგრამის სტუდენტთა მინიმალურ კონტიგენტს 5 სტუდენტის ოდენობით და სასწავლო პროცესს იწყებს მხოლოდ ამ რაოდენობის სტუდენტთა არსებობის შემთხვევაში.
აღნიშნული წესი ვრცელდება ამა თუ იმ საგანის შეფასებაში 40 და ნაკლები ქულის მქონე სტუდენტებზე.
ისე, ინტერესის გამო, ქართული შიფტით რატომ არ წერ?