არ დაგეზაროთ წაკიტხვა
მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს
კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100 ტოლია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან
არმინიჭების თაობაზე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ
განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო
გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა
გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს
კოეფიციენტი - არანაკლებ - 5-სა;
დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის
მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35-ის და
არაუმეტეს 65-ის ტოლია.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული
კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება
მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე გასვლის უფლება აქვს
იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთო სამაგისტრო
გამოცდა.