და კიდე სამედიცინოზე

მელე მგონი ექიმთან მისვლისა შეგეშინდება კაცს. ისეთი დაბალი ქულებით არიან მოხვედრილები თვალები შუბლზე აგივა...
გეპეიში კიდე რატომღაც მათემატიკა აღარ ბარდება....
უმაღლესებში, ძალიან ბევრ სპეციალობაზე ლიტერატურის სერიოზული სიმცირეა. სახელმწიფო სერიოზულ შეცდომას უშვებს სათანადო ყურადღებას რომ არ აქცევს, მაგალითად, ტექნიკურ საგნებს....
იურისტებს საკმაოდ მოეპოვებათ ლიტერატურა, ერთ-ერთ სტატიაში ამას წინათ წავიკიტხე, რო თსუ აქტიურად მუშაობს თურმე უცხოური ლიტერატურის თარგმნაზე, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და დიდი დროც უნდა, წელიწადში 2-3 წიგნს თარგმნიანო, ხოდა თურმე გამალებით თარგმნიან იურიდიულ ლიტერატურას.... სხვა ფაკულტეტის ბავშვები კიდე ამ დროს იტანჯებიან რუსული თუ ინგლისური წიგნების "სწავლით", თუ მაგას სწავლა ქვია. მოკლედ გამოდის რო ყურადგებას აქცევენ პრიორიტეტულ საგნებს (იურიდიული, ეკონომიური). გასაგებია რო ეს მიმართულებები დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია, მაგრამ რამდენიმე წელში სერიოზული კრიზისი დაიწყება ბევრ პროფესიაზე, ამაზე უარესი, რაც დღეს არის. და ხელში შერჩებათ "ფიზიკოსები" რომლებმაც მათემატიკა რა ეცოდინებათ და ა.შ.
ზოგ სპეციალისტს საზღვარგარეთიდან შემოიყვანენ, მაგალითად, ინჟინრებს, მაგრამ სკოლის მასწავლებლებს რას უშვერებიან? მალე ისეთი მასწავლებლები იქნებიან სკოლებში, რო ჩვენი მასწავლებლები მათთან შედარებით გენიოსებად მოგვეჩვენენიან.
* * *
უნივერსიტეტებში კიდე ყველას იღებენ
წელს მაგალითად აბიტურიენტებსა და მისაღებ ადგილებს შორის განსვლა მხოლოდ 20000 კაცია. რატო აკეთებს ამას სახელმწიფო არ მესმის..
თუ უნივერსიტეტები დახურეს, საიდან გაჩნდა წელს 25 ათასი ადგილი უნივერსიტეტებში, მაშინ როცა 2006-ში 17 ათასი იყო...
თავიდან განათლების ამ რეფორმის იმედი მქონდა, მარა ბოლო წლებში აურიეს

ეჰ, რა მუქ ფერებში ვხედავ ყველაფერს, მაგრამ რა ვქნა, ფაქტია