უი, ბავშვებო, ცოტაღა დარჩა.
როგორც შარშანდელი აბიტურიენტი, ახლა რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
1) ძალიან ადრე არ მიხვიდეთ გამოცდაზე, თორემ შესვლამდე გარეთ გაყურყუტებენ და შეიძლება ძალიან დაგცხეთ.
2) გამოცდა ზუსტად დროზე იწყება, ანუ ქართულად - 10-15 წუთით გადაცილება არ ხდება.
3) ტესტებს რომ დაგიდებენ, პასუხების ფურცელზე ხელით უნდა გადაწეროთ ფრაზა "გავეცანი ინსტრუქციას და მზად ვარ, დავიწყო მუშაობა". ამ ფრაზის გადაწერის დროს ხელი აგიკანკალდებათ, მაგრამ ეგ არაფერი, ჩვეულებრივი ამბავია, ზუსტად 5 წუთში ისე ხურდები, აღარ გახსოვს, რომ მისაღებ გამოცდაზე ზიხარ. ისე წერ, თითქოს რეპეტიტორთან იჯდე: ძალიან თავისუფლად, ზედმეტი დაძაბულობის გრეშე.
4) რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ფრაზას: "გავეცანი ინსტრუქციას და მზად ვარ
, დავიწყო მუშაობა". ამ მძიმეზე დაიწყებენ ბავშვები ქირქილს: "არ იყო აქ ამის დასმა საჭირო, თვითონ არ იციან და ჩვენ გვთხოვენ" და ა.შ. მაგრამ თქვენ ამ მძიმეზე ბევრს ნუ იფიქრებთ, სწორადაა დასმული
5) დამკვირვებლები ძალიან კარგი ხალხია. ძალიან სერიოზული კონკურსის შედეგად არიან შერჩეულები, + ტერინგი აქვთ გავლილი, როგორ უნდა გაართონ ბავშვები გამოცდის დაწყებამდე, დაძაბულობა რომ მოუხსნან.
6) გაგდების არ შეგეშინდეთ. სასწაული უნდა ჩაიდინოს ბავშვმა, რომ გამოცდიდან გააგდოს. გვერდზე გახედვაზე ნამდვილად არავინ იძლევა შენიშვნას. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ბევრ აბიტურიენტს წარმუდგენია, თითქოს იქ მკაცრი ატმოსფეროა. თქვენ არ დაიჯეროთ. პირიქით, როცა ვინმე ამთავრებდა წერას და გადიოდა, დარჩენილებს გვეუბნებოდა: "წარმატებას გისურვებთო". ჩვეულებრივი ამბავია ეს. თუმცა, შედარებით ონავარი აბიტურიენტების გასაგონად ვიტყვი: ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ გადაწერის შანსი არსებობს. არავითარ შემთხვევაში.
7) არავითარ შემთხვევაში არ შეიტანოთ მობილური, მნიშნელობა არ აქვს, გამორთული იქნება თუ ჩართული. ამაზე სერიოზული გართულებაა. წინა წელს მარტო ერთი ბავშვი გააგდეს და ისიც მობილურის გამო.
8) წაიღეთ წყალი. ძალიან საეჭვოა, იქ წყალი გაგახსენდეთ, მაგრამ მაინც წაიღეთ.
9) საპირფარეშოში გასვლა თუ მოგინდებათ, დამკვირვებელს უნდა მიმართოთ ხელის აწევით და გამოგყვებათ.
10) მიაქციეთ ყურადღება, რომ რეგისტრაციის გასვლისას (ანუ გამოცდაზე შესვლის წინ) ერთი რეგისტრატორი მეორეს რომ უკარნახებს ციფრებს (თქვენი სექტორის და ადგილის ნომერს), იმ მეორემ სწორად დაწეროს ფურცლებზე (ამ ფურცელს თქვენ გაძლევენ). ამის კონტროლი თქვენ არ გევალებათ, მაგრამ კატეგრიულად გირჩევთ. არის ალბათობა, რომ შეეშალოს იმ მეორეს, სხვა ციფრი დაწეროს და შეცდომით სხვა სექტორში გაგიშვათ. საშიში კი არაფერია, მაგრამ მერე უნდა გაწვალონ, სანამ თქვენს ადგლს გაარკვევენ და სანამ წაგიყვანენ სხვა სექტორში, 5 წუთი კი იკარგება.
11) ძალიან ფრთხილად იყავით პასუხების ფურცელთან, თუ წერის პროცესში წყალი მოგწყურდათ, ბოთლს თავი პასუხების ფურლისგან მოშორებით მოხსენით და ასევე მოშორებით დალიეთ. იყო შემთხვევა, ბავშვმა გამოცდის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, დალევის დროს, შემთხვევით გადაასხა წყალი პასუხების ფურცელს. კი შეუცვალეს, მაგრამ გადატანას როგორღა მოასწრებდა.სხვა მხრივ, თუ ოდნავ კალამი გაგეკრათ ფურცელზე ეს არაფერია. ქართულში, ცხადია, თემის წერის დროს გადაჯღაბნა და ჩასწორება თავისუფლად შეგიძლიათ. მინიშნების გაკეთების აკრძალვამ არ შეგაშინოთ. მინიშნება ის იქნება, სახელს და გვარს თუ წააწერთ, თორემ ის, რაც წერის პროცესისთვის ბუნებრივად არის დამახასიათებელი, რა თქმა უნდა, დაშვებულია.
12) ინტენეტში მოძებნეთ პასუხების ფურცლის ნიმუშები (ნაეც.გე-ზე დევს) და თუ რამის აღნიშვნის პრინციპს ვერ გაიგებთ, აუცილებლად მიდით თქვენს რეპეტიტორთან და აახსნევინეთ. თორემ შარშან ჩვენ ქართულზე შეგვექმნა პრობლემა. ერთი დაველების პასუხები როგორ უნდა მოგვენიშნა, ვერ გავიგეთ და ძალიან დავიბენით.
აბა, თქვენ იცით. თქვენ რომ გინდათ, ისე და იქ ჩაბარების სიხარულს გისურვებთ. დიდებული გრძნობაა. ისე გიხარია, მზად ხარ, მოკვდე.
This post has been edited by Registration on 30 Jun 2009, 17:02
I like you too much not to say it. You've got everything, except one thing: madness. A man needs a little madness, or else he never dares cut the rope and be free. (c) Zorba