სკაფანდრი _ ეს ჰერმეტული კოსტუმია, რომლითაც კოსმონავტი გადის კოსმოსურ სივრცეში. სკაფანდრში კოსმონავტი ნორმალურად სუნთქავს, მოძრაობს. მას არც სცივა და არც სცხელა.
კოსმოსური სკაფანდრი სამი ტიპისაა: რბილი, ხისტი და ნახევრადხისტი.
რბილი სკაფანდრი რამდენიმე ფენისგან შედგება: გარე ფენა შეკერილია თბოგამძლე ქსოვილისგან, რომელიც მზის სხივებს კარგად აირეკლავს, მის ქვემოთ ფენა სინთეტიკური ქსივოლისგანაა დამზადებული, რომელიც სკაფანდრს მეტეორიტის უმცირესი ნაწილაკებისგან იცავს. თბოდამცავი ტანსაცმელი შედგება რამდენიმე ფენისგან, რომელიც დაფარულია ალუმინის წვრილი ფენით. სკაფანდრის ჰერმეტული ნაწილი კეთდება რეზინის ქსოვილისგან. სკაფანდრს ერთვის ხელთათმანები, „ბათინკები“ და შლემი, რომელიც არ ატარებს ჰაერს. სკაფანდრს აქვს ზურგჩანთა, რომელშიც არის განლაგებული სპეციალური სისტემები. ეს სისტემები კოსმონავტისთვის სასუნთქი ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს, წმენდს სკაფანდრის ჰაერს ნახშირორჟანგისგან, შთანთქავს არასასურველ სინესტეს და არეგულირებს ტემპერატურას. შლემი ილუმინატორი _ სინათლის მზის ფილტრი, რომელიც თვალებს დამაბრმავებელი მზის სხივებისაგან იცავს, სხვადასხვა ხელსაწყოებით გადასცემენ დედამიწაზე ინფორმაციას კოსმონავტების ჯანმრთელობის შესახებ.
ხისტი სკაფანდრი შედგება მყარი მეტალებისგან, პლასტმასის ნაწილებისგან, რომლის სხეულის ფორმას იმეორებს. ეს ნაწილები ერთმანეთთან შარნირებითაა დაკავშირებული.
ნახევრად ხისტი სკაფანდრების გულ-მკერდის ნაწილი შესრულებულია ლითონისგან ხოლო ხელების და ფეხების ნაწილი რბილია. ამ სკაფანდრს არ იცვამენ, მასში პირდაპირ შედიან, კოსმოსში შეცურდებიან, რომელიც განლაგებულია ზურგში. ასეთ სკაფანდრს აქვს უპირატესობა, რადგან მას ნაკლები სესაკრავები აქვს და ზრდის კოსმონავტის უსაფრთხოებას. იდეალური სკაფანდრი იქნება ისეთი, რომ არანაირად არ იქნებოდა შესამჩნევი კოსმონავტისთვის და იქნება მსუბუქი. ამის მიღწევა ძალზე ძნელია, მაგრამ კონსტრუქტორები ამაზე მუშაობენ და აუმჯობესებენ მიღწევებს.
კოსმოსური კოსტუმი შეიცავს 9-10 ფენოვან პლასტმასის ქსოვილს, რომელსაც უძლიერესი სიცხისგან და სიცივისგან დაცვა შეუძლია. კოსტუმის გარე ზედაპირი დაფარულია ზემტკიცე პლასტმასის ბოჭკოთი, რომელსაც კევლარი ეწოდება.
შიდა კოსტუმი (პოლიურეთანით) ნეილონისა და პოლისტიროლის ბოჭკოებისგან მზადდება. ქსოვილის ფენები, რომელიც პლასტმასისგან (მაილარისაგან) მზადდება, სიცივეს არ ატარებს.
ესაა სკაფანდრი