მოვედი ინგლისურიდან

დავწერე, მაგრამ რა და როგორ არ ვიცი.
ისე დაინტერესებულთათვის:
ტესტში იყო
1. რეკლამები (მოცემულია რამდენიმე რეკლამა და წინადადება. თითოეული წინადადება უნდა შეუსაბამო ერთ რეკლამას შინაარსობრივად. მაგ: "გოჩა იაღოველია" უნდა შეუსაბამო "თბილისის ფრენის სასწავლო ცენტრს")
2.მართალია თუ მცდარია (მოცემულია ტექსტი და თხრობითი წინადადებები. უნდა დაადგინო, არის თუ არა მოცემული წინადადებები სწორი ტექსტის მიხედვით. ტექსტში თუ არ არის ნახსენები მსგავსი რამ (სულ რო ცხოვრებისეულად იცოდე მისი სიზუსტე) მაშინ უნდა მიუთითო რომ მცდარია. )
როგორც მახსოვს, რაზე იყო ეს ტექსტი არ მახსოვს

(ვინმემ გაიხსენეთ რა)
3. დასათაურება (მოცემულია აბზაცებად დაყოფილი ტექსტი. თითოეულს უნდა შეუსაბამო ზემოთჩამოთვლილი სათაურებიდან ერთ-ერთი)
ტექსტი იყო ლონდონში მდებარე ცხოველების საავადმყოფოზე.
4. ტექსტიდან კითხვები (მოცემულია ტექსტი და კითხვები სამი სავარაუდო პასუხით. კითხვები არის ფაქტობრივი სისწორის შესამოწმებლად, როგორ გაიგო ამა თუ იმ აბიტურიენტმა ტექსტი)
ტექსტი იყო ლუსის ბებიაზე

(1940-იან წლებში თინეიჯერი ვიყავიო და ასე შემდეგო

)
5. სიტყვების შერჩევა (მოცემულია მონაკვეთი სადაც აკლია სიტყვები. ეს დაკლებული სიტყვები ჩამოთვლილია ზევით. უნდა შეუსაბამო სათანადო ადგილი ისე, რომ დალაგებული აზრი მიიღო)
6. ირიბი თქმა (ციყვს თავში ბორბალი მოხვდა და ხიდან ჩამოვარდა -> ციყვი მორტყმული იქნა ბორბლის მიერ და ხიდან ჩამოვარდა)
7. სიტყვების ჩასმა გრამატიკული სისწორით. (მოცემულია მონაკვეთი, სადაც სიტყვები აკლია. იქვე მითითებულია დაკლებული სიტყვები ფრჩხილებში, საწყისი ფორმით. უნდა გახსნა ფრჩხილები და ჩასვა სიტყვა ისე, რომ გრამატიკულადაც და აზრობრივადაც გამართული წინადადება გამოვიდეს.)
ამ დავალებას ჰქონდა A და B ვარიანტები.
8. თემა
პირველი თემა იყო: "ზოგი ფიქრობს, რომ ქალაქის ძველ უბნებში თანამედროვე შენობები არ უნდა აშენდეს. აღნიშნეთ, ეთანხმებით თუ არა. რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით."
მეორე თემა იყო: "ზოგი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის განათლების გარეშე შესაძლებელია მაღალ ანაზღაურებიან სამსახურში მუშაობის დაწყება. აღნიშნეთ, ეთანხმებით თუ არა. რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით."
მე მეორე თემა დავწერე. იდეაში არც ადვილი იყო, არც რთული.
პ.ს. მეთვალყურე და კურატორი საუბრით გავართე და პასტა ავწაპნე
მიმაგრებული სურათი