ეს მაგარი დილემაა და ამის ფესვები უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ...
ვაიმე შემოქმედი ადამიანების ზომბირებას ჰქონია ადგილი...
ისეთი შემოქმედი შევარცხვინე, ამ ტესტის "ზეგავლენის ქვეშ" რომ მოექცევა.
IQ ტესტი მაინც არ გაუგია ამ ხალხს??? სტილით IQ-ს წააგავს, ოღონდ სხვადასხვა ინტერპრეტაციაა მოცემული
აბსტრაგირების შესაძლებლობას რომ ამოწმებს ეს ტესტი და "დოგმებთან" შეუსაბამო "ნინი ჟირაფია" რომ აკერია ყველას პირზე, განტოლება არ ამოუხსნიათ მაინც??? ეს "იქსი" იქნება იქ თუ "ჭე" ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, პირობიდან გამოიტანო დასკვნა.
ეს არის საშუალება, გამოუცდელ პირობებში (რაშიც არ მოხვედრილხარ, პირობების მიხედვით გადაწყვიტო რამე, ვინმეს წინასწარი გაფრთხილებისა და ჭკუის დარიგების გარეშე)
იმ სიტყვების ცვლა თუ ვინმეს აბნევს... წარმომიდგენია, სინამდვილეში წამოჭრილ პრობლემებს როგორ აგვარებს (პრობლემებში მაინცდამაინც ოჯახური და "რას ვერ ვაპატიებ მეგობარს" არაა და არც ის, რა ქვია იმას... ხო "დეპრესიაში" რომ არიან ხოლმე)
"დაშვება" რას ნიშნავს, თუ უფიქრია ნეტავ მასეთ "შემოქმედ"-ებს???
მარტივი მაგალითი (მე მოვიფიქრე, ამ წუთას):
"დავუშვათ დღეს ქუჩაში გამეხა ტანსაცმელი, მაშინ მომიწევს სახლში დაბრუნება და გამოცვლა"
ნეტავ რას იტყვის ის შემოქმედი... ალბათ თუ ზომბირება არ უნდა განიცადოს "ვაიმე, ტანსაცმელი როგორ უნდა გაგეხეს ქუჩაში, ო ღმერთო ჩემო რა უაზრობაა"
და ადამიანი ვისაც ცოტა მაინც აბსტრაქტული აზროვნება გააჩნია, იტყვის "კი, მაგრამ მაგის ალბათობა მცირეა, მაააააგრამ, თუ მაინც გამეხა, გავაჩერებ ტაქსს და ეგაა, დროც არ დამეხარჯება"
"შემოქმედი" ადამიანებისგან ხშირად მიმიღია ისეთი ყოფითი ინფორმაცია, რომელსაც ისედაც მივხვდი და არ გამკვირვებია, რომ მივხვდი და იმათ რომ ვპასუხობ, ვიცი-მეთქი უკვირთ, არადა ცოტა რომ "იმსჯელონ ფიქრებში" თვითონაც მიხვდებიან, რომ მე ამას მივხვდებოდი.
კიდევ რა დავწერო... სამაგიეროდ... "შემოქმედი" თუ ხარ... განწყობის მიხედვით შექმნი შეუფასებელ და უნიკალურ რამეებს, მერე დალევ, დათვრები, გაილეშები, ჩავარდები იმაში, რა ქვია, რო ვარდებიან ხოლმე... ხო დეპრესიაში და მერე, შემდეგ კარგ განწყობაზე კიდევ შექმი რამე უნიკალურს, რომელიც ზოგისთვის შეუფასებელი იქნება, ზოგისთვის შესაფასებელი, ზოგისთვის დაფასებული და ზოგისთვის დაუფასებელიც კი... იმიტომ, რომ ქვეყანა ჭრელია...
(სმაილები მეზარება)
P.S. მაინცდამაინც სერიოზულად ნუ მიიღებთ, ვიხუმრე კიდეც ალაგ-ალაგ