სიზარმაცის ბრალია, ერვინ ჩემო, სიზარმაცის და ეგოცენტრიზმის რომ ვერ მივფორთხდით მანდამდე. თავისუფლება ძნელია ადამიანისთვის, მაგიტომაც ეშინია. როცა თავისუფალი ხარ, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და თუ ეს გადაწყვეტილება არასწორია, შენვე გაზარალებს და პასუხიც შენ მოგეთხოვება. ჰოდა, ეშინია მავანს, და ეპორწიალება დედას/მამას/საზოგადოებას/სახელმწიფოს კალთაზე. დაუგლეჯია სულ კალთები, მაგრამ მე რაღატომ მაზარალებს. უკეთეს სამყაროში მინდა ცხოვრება
* * *
Ash.არ უნდა იყოს

აი, ჩვენ - ხალხს, მაგალითად, კანონით არ გვაქვს უფლება რეფერენდუმზე კენჭისყრის გზით მივიღოთ კანონი. სახელმწიფო გვეუბნება: თქვენო, სამართლებრივი კულტურა არ გაქვთო და ამ საქმეს ვერ ჩაგაბარებთო. ვინც ეგ კანონი მიიღო იმ პარლამენტის წევრებს და ახლანდელ პარლამენტის წევრებს, რომლებსაც შესაბამისი ცვლილება არ შეაქვთ კანონში, თავები უნდა დაუჭირო და აჭამო ეგ კანონი სულ ფურცელ-ფურცელ.

ანუ, რა გამოდის, სახელმწიფო მეუბნება მე: დებილი ხარ და ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ვერ ჩაგაბარებო.
რა უნდა ვუთხრა/ვუქნა ასეთ სახელმწიფოს?
ბიძიები დეიდებო, მოგვეცით ცოტა ანარქია...