საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი – სდასუ - დაარსდა 1991 წელს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. სდასუ თავისი არსებობის მე-18 წელს ითვლის. მან ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამართლიანად დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი და მოიპოვა უმაღლესი რეიტინგი.
უნივერსიტეტის ძირითადი მიზანია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანნი იქნებიან არამარტო სამამულო, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზეც. აღნიშნული მიზნის მიღწევისა და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის, ECTS-ის მიხედვით შემუშავდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, რეზიდენტურის, დიპლომირებული მედიკოსის უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები და მოდულები, დაინერგა სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები, საკონკურსო წესით შეირჩა აკადემიური პერსონალი. შემუშავდა პროფესორთა და სტუდენტთა მოტივირების ქმედითი მექანიზმი. ზემოთქმულთან ერთად, თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი კაბინეტები და ლაბორატორიები უზრუნველყოფენ სტუდენტთა მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.
უნივერსიტეტის ყველა პედაგოგს აქვს სამეცნიერო ხარისხი.
უნივერსიტეტს კონტაქტები აქვს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ისრაელის უნივერსიტეტებთან. სტუდენტებს საშუალება აქვთ საკუთარი სურვილისამებრ გაიარონ სტაჟირება აღნიშნულ უნივერსიტეტებში.
წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ სტიპენდია. უნივერსიტეტმა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მრავალი თაობა მოამზადა. ისინი წარმატებით საქმიანობენ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.
უნივერსიტეტს გააჩნია: კომპიუტერული საგანმანათლებლო სერვის-ცენტრები, ლინგაფონის კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ვიდეოთეკა, აუდიოთეკა, სასწავლო ტელე-რადიო სტუდია, იურიდიული კლინიკები, საკუთარი გაზეთი "სდასუ".
უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენციები, სადაც გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ ჯილდოები და მათი თეზისები გამოიცემა ბროშურის სახით.
* * *
ვსწავლობ სდასუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე... მომწონს ეს უნივერსიტეტი ძალიან ... კმაყოფილი ვარ სწავლის დონით, სტუდენტებით, ლექტორებით და დეკანატით... ვცდილობ რომ გავაუმჯობესო სტუდენტური ცხოვრება

თვითმმართველობაში ვარ...
მოკლედ ვინც აქ სწავლობთ ან გინდათ რომ ისწავლოთ დაწერეთ თქვენი აზრები და კითვები
This post has been edited by Rogue on 1 Nov 2009, 21:43