Rogueსდასუში მუშაობ?
ისეთ რეკლამას უკეთებ გეგონება პირველი უნი იყოს
ეგეთი გაპიარებაც არ შეიძლება ჯობია სიმართლე თქვა...როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები!
ბაზარი არაა ვინც სწავლობს ის მაგარ ცოდნას იღებს და მომავალშიც თავისი ''ცოდნა'' (და არას სდასუს სახელი) გამოადგება დასაქმებაში. ცოდნას მოწყურებული კაცი კი ყველგან ისწავლის.
უნიც როგორც იქნა გარემონტდა და ბუფეტი გაკეთდა...დარბაზიც წელს ექნებათ ბავშვებს მარა წინა თაობებმა რა დააშავეს?
მეოთხე კურსელებს ლექციები აქვთ შუადღეს!!! ეგ ნორმალურია? უნი ხომ არ ასაქმებთ და პახოდუ ეგეთი გრაფიკით საშუალებასაც არ აძლევს რომ სადმე დასაქმდნენ...მაგისტრებზე ხომ საერთოდ არაფერს ვიტყვი...!
მაღალი დონის უნი თუ არის გაკეთდეს 3-4 კურსელებისთვის საღამოს სწავლა...რომ დასაქმდნენ...ხომ ეგეთი მაგრები არიან...გააკეთონ კონტრაქტები და ცოტა ფული დააბანდონ რომ შეძლონ პრაქტიკების გავლა ბავშვებმა ან ბანკში ან რამე წესიერ დაწესებულებაში... სხვა ბანძ ''ინსტიტუტებს'' აქვთ ეგ და ქორიძე ვერ ქაჩავს?
მაგრამ რეალობას შეხედე... ბავშვებისთვის რა კეთდება? ლექტორებს ნასკებივით იცვლის ეს უნი...მოდიან ახლები და ყველა თავისებურად ჭამს სტუდენტებს.... შიდა სამზარეულო არის არეული ჯერ აგაა დასალაგებელი, ხან დეკანი მოხსნეს ხან ის მოხსნეს ხან ეს... ეგ პრესტიჟზე არ მეტყველებს...
ინგლისური სწავლებაა მისახედი...უნიში ჩავაბარე ინგლისურს ვფქვავდი... დავამთავრე და გონზე არ ვარ... სულ დამავიწყდა... ლექტორს აქეთ ვასწავლიდით რაღაცეებს....
თვითმმართველობა მკვდარია არ ჩანან... მასისთვის ღონისძიებები არ კეთდება... რა სად როდის და ეგეთები სადაც 20-30 კაცი ესწრება მთელი უნიდან მგონი ბანძობაა... ერთხელ კლუბი დახურონ მაინც რომ იგრიალოს მთელმა უნიმ... კაროჩე რა

სხვა რა ვთქვა... ნელ ნელა დონით წინ მიიწევს სდასუ მარა იმდენად არა როგორც ზემოთაა ნათქვამი და გაპიარებული

დავამთავრე სდასუ რო ვთქვა უკმაყოფილო ვარ ტყუილს ვიტყვი... ერთადერთი ინგლისურში მაგრად მოიკოჭლებს უნის...და დღეს ინგლისურის გარეშე ვერაფერს გახდები ადამიანი

საერთო ჯამში ცუდი არაა,ასე რომ ვისაც სწავლა უნდა ნორმალურ გარემოში,სისუფთავეში და სიწყნარეში...სდასუსკენ ჰერი-ჰერი
This post has been edited by -KiMi- on 15 Sep 2011, 17:19