Front National
პრაქტიკულად გაუქმებული პროფილი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11836
წევრი No.: 40257
რეგისტრ.: 20-August 07
|
#16506301 · 17 Nov 2009, 19:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lazy თორნიკე, ადამიანებს ცხოვრება გრძელი, ბრძოლებით სავსე, სისხლიანიც კია. არ არსებობს ცხოვრების არცერთი ფორმა რომელიც ბრძოლასთან, თვითგადარჩენასთან, მიზანსწრაფვასა და გამარჯვებასა ან დამარცხებასთან არ იყოს დაკავშირებული, რადგან ეს ცხოვრება და მისი არსი კი არა სიკვდილი იქნებოდა. არადა როგორ გვგონია რომ ცხოვრება ბრძლოა, ცვლილებების მსხვრევა, მუდმივი განახლება და ამ ახლის შენარჩუნები მცდელობა არა?! ნერვიულობა, სტრესი, სირთულეები, მაგრამ მაინც, რატომღაც ყველაფერი ერთსახოვნებას და ერთფეროვნებას იძენს, ახალიც ძველდება, ბერდება, იცვლება, კვდება, მაგრამ... მაგრამ, შენ, სწორედ შენ რჩები, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა ძალუძს არ შეეგუოს ცივ რეალობას, შეცვალოს აწმყო და მიუხედავად შესაძლო სიძნელეებისა, საკუთარ თავს ჩახედოს, თუნდაც მხოლოდ ერთხელ ჩახედოს სარკეში, გაუღიმოს და უთხრას რომ ის გაიმარჯვებს და შეცვლის და ნახავ, ძალიან მალე ნახავ, ყველაფერი სწორედ ისე იქცევა, როგორც შენ, მხოლოდ შენ გინდა!!!
Emilie Autumn ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენ-ჩვენი ორი, განსვავებული მხარე, ზოგისთვის ერთი მათგანი ბოროტი, მეორე კი კეთილი საწყისია, ზოგისთვის მეამბოხისა და ლიბერალის დანაწილებაა, ზოგისთვის სიხარული და სევდაა, ზოგისთვის კი მიზანი და უსასოობა. შენ, ჩემო თამუნა, იცოდე, სწორედ ის ადამიანი ხარ, რომელისთვისაც ერთი სხეული საკმარისი არ არის, რომ ამხელა სულიერი ქაოსი დაიტიოს თავის თავში. შენთვის სამყარო ერთი დიდი ქარიშხალია, რომელიც ხან ახლოვდება ხან კი გშორდება, შენთვის აწმყო, წარსული და მომავალი ხშირად ერთმანეთთან ისე ახლოს იჯაჭვება მარტო ამის დაშორიშორებაში მიდის ის უძვირფასესი რასაც დრო, ასაკი, ბედნიერება და თუნდაც რამოდენიმე გაღიმება ქვია, რაც ასე ოდენ უყვარს ყველას! რა უყვარს ყველას?! ბედნიერება, თუნდაც სხვისი! რატომ?! რადგანაც, თუ სხვა, თუნდაც ერთი მაინც არის ბედნიერი, მათაც აქვთ შანსი გახდნენ ასეთები.. იცოდე, შენ არასდროს არ უნდა მოგერიოს ის შავებით მოსილი, შენიღბული გრძნობები, რომელიც შენშია, რომელიც ცდილობენ დაამარცხონ შენი მეორე "მე", დაგამარცხონ შენ, შიგნიდან გარეთ და არა გარედან შიგნით! მაგრამ ის პოტენციალი, ის დიდებული პოტენციალი, რომელიც შენში იყრის თავს სწორედ იმის გარანტიაა, რომ შენი გზა, არ იქნება წარმატებული, რომ მიზანს, რომელსაც ემსახურები და რომელსაც მომავალში მოემსახურები, იქნება ის რასაც ერთხელ და სამუდამოდ გათქმევინებს: "მე გავიმარჯვე საკუთარ თავზე, მაშასადამე მე გავიმარჯვებ სხვა ყველაფერზე"!
rock in rose ჩემო ანგელოზო, ჩემო ნინო. ხომ იცი, ხანდახან ცივი კედლებიც კი ბევრის, ძალიან ბევრის მთქმელია. უყურებ ხელებს, ცივსა და დაღლილს, თეთრსა და დაღარულს.. თითქოს არაფერი.. კიდევ დახედავ და ხედავ გზას, ცხოვრების გზას, რომელიც გავვლე და კიდევ უნდა განვლო, მაგრამ გეღიმება, რადგან მანდ არ არის ის რასაც აწმყო ეწოდება. ფიქრობ, აკი აწმყო ჩემ ხელებში არ უნდა იყოსო?! დიახ, მართალი ხარ, მაგრამ აწმყო შენ ხელებში კი არა შენშია, ის შენ და მხოლოდ შენ გეკუთვნის, მას ვერავინ წაგართმევს, თუ შენ არ გასცემ. ნეტავ ერთხელ მაინც თუ შეგიხედავს საკუთარი თავისათვის როდესაც გულწრფელად იღიმი?! თუ კი დაინახავდი, იმ მდინრეს, რომელსაც თავისუფლება, სიხარული და უშრეტი გრძნობების ერთობლიობა ეწოდება. თუ თვალებისათვისაც შეგიხედავს, დაინახავდი ცეცხლს, მოგიზგიზეს, მწველს, შორს დანთებულს მაგრამ ახლოს მოელვარეს.. შენში, არის ის რაც არის ცოტაში, სიახლოვე და ამასთანავე ძალიან დიდი სიშორე... მაგრამ ხშირად ამას მხოლოდ კედლები, ცივი კედლები ხედავენ, აღბეჭდენ და გრძნობენ... მაგრამ გზა, რომელსაც შენ ემსახურები, სწორედ სიცოცხლეთა განახლებას, გახანგძლივებას, ერთგვარ მკვდრეთითაღდგომას ემსახურება.. ამას კი სამყარო დაგიფასებს, იმდენად რამდენადაც შენი მოელვარე ცეცხლით გაათბობ სხვებსაც...
aLEXandre vasha ჩემო ალექსნდრე.. გინახავს ალბათ ანტიკური ნახატები.. წვიმა, ქარი, მღელვარე ზღვა, ღრუბები, ღამე და სადღაც შორს მყოფი პოსეიდონი.. გემები იმსხვრევიან, გადარჩენას ცდილობენ, მიიწევენ და ეშინიათ, სიკვდილის და იმის რომ მათთვის ეს უკანასკნელი გასვლა იქნება. მაგრამ სადღაც შორს, მოსჩანს მოელვარე ვარსვკვავი, მნათი, ლამაზი წერტილი, რომელსაც მიახლობული გემის მგზავრები სიხარულით, ცრემლმორეული სიხარულით ხვდებიან. ალექსანდრიის შუქურა, როგორც გადარჩენის, ცოდნის, ბრძოლის სიმბოლო, მათთვისაც დიდი სიამაყისა და იმედის სიმბოლოა. მაგრამ დადგა დრო როდესაც შუქურა დაიმსხვრა, ათენელებს ეღიმებოდათ, არაბებს უხაროდათ, კოპტები გლოვობდნენ, ევროპაში უკვირდათ... მაგრამ ნგრევა ნგრევადვე რჩებოდა და შემაჩერებელი არავინ იყო. მაგრამ ვისი დანგრეული და გაძარცვული იყო იგი?! ადამიანების, მათი ვისაც არ უნდოდა სინათლე, გზის მკვლევარი და მზად იყვნენ თუნდაც თავიანთი თავისათვის მიეყენებინათ ზიანი, დაე ყველა მათ დონეზე დაეყვანათ. ძმაო, ალექსანდრიის შუქურა დღემდე დანგრეულია, სული კი სადღაც დაბორიალობს, ის სული, რომელსაც განათლება, და ზოგადად სინათლე ეწოდება. გზა რთულია, გამოსავალი კი მცირე! მაგრამ მჯერა შეძლებ და თუნდაც სხეულებრივად ნამსხვრევ შუქურას სულიერად გააცოცხლებ!!!
nikaaa07 ალბათ გინახავს ზღვა. როგორი წყნარი, ლამაზი, მიმზიდველი, მხიარულია. მაგრამ ხანდახან მასში ხდება ის რაც ყველას აშინებს, იწყება ღელვა... დიახ, ზღვა ღელავს ისე, როგორც ღელავენ ადამიანები, მას ღრღნის აწუხებს ყველაფერი ის რაც არის სამყაროში.. როგორც ყოველი სულიერი თუ უსულო, ენერგეტიკულად ისიც აღიქვამს, გრძნობს, წუხს ჩვენზე, ჩვენზე და ყველაფერ იმაზე რაც ჩვენი ხელით არის შექმნილი. მეორე დღეს კი წვიმა გადაიღებს, ზღვა კი მშვიდდება მაგრამ სევდა, ტკივილი და ის რაც ადამინებში იყო ყოველთვის უცვლელი რჩება! ძმაო ნიკუშ, შენი ხასიათით ხშირად ზღვას გავხარ, მშვიდსა და ლამაზს, მაგრამ კარგად ვიცი, სულში საითაც უბერავს ბრზი.. იცოდე, რთულად თუ გამოსწორედება ადამიანის ლპობისაკენ მიმართული ბუნება, მაგრამ შენ, შენი გამბედაობით, შენი ბრძოლით, შენი სულისკვეთებით, ღელვით, ცრემლით თუ მტკივნეული გამოძახილით უნდა მისცე და მისცემ კიდეც ბიძგს გააღვიძო, სუსტი, დაობლებული საზოგადოება და მჯერა, შენ ამას შეძლებ!
erwin_rommel გიორგი, როგორი წყნარად თოვს ხოლმე არა?! ისე, სულ ვერ მიხვდები ხოლმე, როცა ბარდნის შეიძლება სიხარულითაც კი აგევსოს გული. მერე ნელა, თეთრი ფერებით მოირთვება ყველაფერი, ფანჯარასთან მისულს გაგეღიმება და ალბათ რაიმე ლამაზი გრძნობაც ჩაისახება შენში. მაგრამ რაოდენ მწარეა როდესაც თეთრი ფანტელების, თეთრკაბიანი გოგოების გროვა, ხანდახან თეთრ სუდარად იქცევა ხოლმე, რომელსაც კვდომა, დავიწყება, სევდა და მარცხი მოაქვს არა?! თითქოს სიბერე, განცდა სასოწარკვეთისა, მოტყუებისა, უიმედობისა... დიახ, ეს ის არის რაც თეთრკაბიანი ფანტელებს მოაქვთ მაგრამ სწორედ რომ თეთრ საწმერთულში მალავენ ხოლმე.. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გინახავს ეს, გინახავს და გაგღიმებია, არა მათზე, არამედ შენზე, თუ როგორ უცბად, მოულოდნელად შემოიპარნენ შენში, ისე თითქოს შენ ამის ნება არც მათთვის და არც არავისათვის არ მიგიცია. თავს ხრი და ფიქრობ, რა იქნება ხვალ. ხვდები რომ ხვალინდელი დღე, სწორედ ახლანდელ აწმყოზეა დამოკიდებული. გრძნობ, მაგრამ რა უნდა ქნა?! სად წახვიდე?! რა გააკეთო?! ოხ ეს თოვლი.. ოხ ეს თეთრი სუდარა... იცი, ცხოვრებაში სუდარები, გულში ამოხეთქილი ვულკანი და გარეთ მქროლავი შემზარავად სუსხიანი ქარი მუდმივად იქროლებს, მაგრამ შენ, დიახ შენ, ჩემო გიორგი, გექნება საშუალება თვალები მაგრად დახუჭო, შენს თავს უთხრა, რომ შენ არასდროს შეეგუები მარტოობას, არასდროს შეეგუები სიცივეს, გაზაფხულის არ მოსვლას, ნაცრისფერ ცასა და იუმედობას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამ ნაბიჯს, რომელიც ცხოვრების წარმატებად გექცევა!!!
Leonhart ჩემო დავით! იღვიძებ, მზე ამოდის, გიხარია, ხვდები კიდევ ერთი დღე იწყება, კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი საათების ერთობლიობა, რათა აკეთო ის რაც გინდა, აკეთო ეს ისე რომ არავინ და არაფერმა შეგიშალოს ხელი, აკეთო და გიხაროდეს, რადგან გრძნობ, ყოველი დაკარგული საათი, თუნდაც ძილში გატარებული დრო, ეს ის არის რაც შენგან შორს დგას.. "ერთხელ ვცხოვრობ.. მხოლოდ ერთხელ.."! რთულად თუ იტყვის რომ შენი ცხოვრება არ არის ცხოვრება, დიახ, შენი გზა, ბევრისათვის მისაღები, მოსაწონი, მისაბაძიც კია.. მოსწონთ და უხარიათ, უყვნენ ადამიანის გვერდით რომლისათვისაც სულერთი არ არის თუ რა იქნება დღეს, ამ წუთას... ხვალამდე!.. ვაი, რომ არიან მეორენიც, მესამენიც.. მათთვის არ არის შენი სვლა მისაღები, მათთვის შენი არსებობაც კი მიუღებელია, მაგრამ იცოდე, ეს მხოლოდ შეიძლება გემაყებოდეს, რადგან მხოლოდ მებრძოლებს შეუძლიათ აკეთონ ის რაც მათთვის არის ღირებული, აკეთონ ისე რომ არ დააზარალონ სხვა, შორიდან მოცქერალთ კი ერთგვარი შურიც კი აღუძრან!.. რთულია?! დიახ, ძალიან რთულია, მაგრამ ვაი მას რაც ყველაფერი ადვილი და ართფეროვანია!
Miss_Manette უდაბნოს ცხელი ქვიშა, მარცვლები, უთვალავი მარცვლები.. შორს, ყველაფერს ალმური ასდის.. მხოლოდ შენ, შენ დგამ ფეხებს მათში, გრძობ მათ მხურვალებას, გეშინია, მაგრამ მიდიხარ. ვაი რომ ეს ცხოვრება ხშირად უდაბნო, ცხელი და ქვიშიანი უდაბნოა და მეტი არაფერი, სადღაც შორს ბედუინებიც დაძრწიან, უფრო შორს უგრძნობი აქლემები სიცხისაგან გათანგულები დაბორიალობენ, მაგრამ ყველაზე შორს, სადღაც მიუწვდომელში არსებობს ოაზისი, ადგილი, რომელსაც ასე ადვილად ვერასდროს, ვერვაინ აღწევს, ან აღწევენ კიდეც?! გზა, რომლის გავლაც მათ უწევთ მორიელებითა და გველებით არის სავსე, ცხელა, გზა გრძელი და დამქანცველია. ხანდახან მეგზურთან ერთად გვიწევს სვლა, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ ვისთვისაც და ვისთან ერთდაც გვინდოდა ამ უდაბნოს გავლა და მიზნამდე მიღწევა, სწორედ ისინი ხდებიან, ვინც ნახევარმთვარისებრი ხმლებით გვინგმირავენ გულს და ამით ამაყობენ კიდეც, დაჭრილებს გვაგდებენ უდაბნოში და თვითონ გარბიან, გარბიან სადღაც შორს.. იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, რამდენჯერაც დაეცემიო იმდენჯერ ადექი, იმდენჯერ განაგრძე გზა, იმდენჯერ გაუღიმე ჩამავალ მზეს და თქვი რომ შენ გაიმარჯვებ და შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!!!
|