კურდღელმა თქვა, ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო,
შევიხედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო
წინ მეძებრები მოუძღვის, დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო;
აღმართშია მე ვაჯობე, იმათ თავდაღმართზედაო.
ერთმა წუწკმა მეძებარმა კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს, ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარეულებს მიმაბარეს, კარგად შესწვით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი – ერბოს ალზედაო,
უყურეთ ამ მსუნაგებსა, რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
ამარიგეს, ჩამარიგეს წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.
აესე
ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. დაბ. 6.6.